დავით ქართველიშვილი: თბილისში დღეს გახსნილი მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი „შაბაში“ პირდაპირ თუ არა, ირიბად ჩვენი რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური აფეთქების საკითხებს განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
749 04 სექტემბერი 2023, 13:53
„სამხრეთ კავკასიაში „საინტერესო“ მოვლენებს ნამდვილად ეყრება საფუძველი“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“  წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ქართველიშვილის თქმით, საფრანგეთის სენატმა, თავის დეკლარაციაში დაგმო აზერბაიჯანული აგრესია.

„გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიის თემატიკა. საფრანგეთის სენატმა ("ყარაბაღის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფში" შემავალი 6 სენატორის ინიციატივით), თავის დეკლარაციაში დაგმო აზერბაიჯანული აგრესია და მოითხოვა:

 დაუყოვნებლივ გამოიყვანოს თავისი ჯარი სომხეთიდან, მათ შორის, ლაჩინის დერეფნიდან.

 უნდა შეწყვიტოს ანტისომხური რიტორიკა და სომხების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

 უნდა გაათავისუფლოს სომეხი ტყვეები და შეწყვიტოს სომხეთის კულტურული და რელიგიური ძეგლების განადგურება.

 საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ წარმოებაში უნდა მიიღოს სარჩელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სუვერენული სომხეთის მიმართ ჩადენილი სამხედრო აგრესიის მუხლით.

საფრანგეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის მიმართ უნდა შემოიღოს სანქციები, ქვეყნის ლიდერების აქტივების დაპატიმრებისა და გაზისა და ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების ჩათვლით.

 საფრანგეთის ხელისუფლებამ უნდა აღიაროს „მთიანი ყარაბაღის“ დამოუკიდებლობა და განათავსოს თავისი ჰუმანიტარული ოფისი ამ რესპუბლიკაში (ამ ეტაპზე, საელჩოს საკითხის განხილვამდე). 

დეკლარაცია მიღებული იქნა თითქმის ერთხმად, ერთი წინააღმდეგის გამოკლებით (ნატალი გულე, რომელსაც ადრეც ადანაშაულებდნენ აზერბაიჯანის ლობიზმში). 

ასე რომ, სამხრეთ კავკასიაში „საინტერესო“ მოვლენებს ნამდვილად ეყრება საფუძველი. თბილისში დღეს გახსნილი მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი „შაბაში“  პირდაპირ თუ არა, ირიბად ჩვენი რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური აფეთქების საკითხებს განიხილავს“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი