დავით ქართველიშვილი: დღემდე იქნებოდნენ "ფორმულას" ტექნიკოსები მარჩიელობასა შინა (თუ სად იხარჯება მათი ხელფასი), რომ არა საქართველოს დიდი მეგობარი, ამერიკული რუსული კანონი FARA, რომელმაც ამ ჯერზეც მოგვაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია "ოფშორმედიას" ხარჯვით ნაწილზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
563 05 სექტემბერი 2023, 11:41
"ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო," - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი თანხების შესახებ FARA-ს ფორმატში გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
ქართველიშვილის თქმით, გაირკვა, რომ ამხელა თანხებს კეზერაშვილი "ფორმულაში" ტექნიკური პერსონალისთვის დაურიგებელი ხელფასების ფონზე უხდის ლობისტურ კომპანიას.
"გახსოვთ ალბათ ჩემი ივნისის თვის ფარისევლური წუხილი (უცოდველობაზე პრეტენზია არასდროს მქონია) "ფორმულას" ტექნიკურ პერსონალზე გაუცემელი სახელფასო დავალიანების გამო, მაშინ როდესაც კეზერაშვილი ნახევარ მილიონ დოლარს ურიცხავს ამერიკულ ლობისტურ კომპანიას, აშშ-ს "მედიასივრცეში საკუთარი ტელეარხის პოპულარიზაციის მიზნით".
გასაგებია, რა თითიდან, თუ სხეულის სხვა ნაწილიდან გამოწოვილი მიზეზით ახსნა დავით კეზერაშვილმა და დღემდე იქნებოდნენ "ფორმულას" ტექნიკოსები მარჩიელობასა შინა (თუ სად იხარჯება მათი ხელფასი), რომ არა საქართველოს დიდი მეგობარი, ამერიკული რუსული კანონი FARA, რომელმაც ამ ჯერზეც მოგვაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია "ოფშორმედიას" ხარჯვით ნაწილზე. სწორედ მისგან გავიგეთ, თუ რა გაუკეთა ლობისტურმა კომპანია Cornerstone Government Affairs-მა კეზერაშვილს.
გაირკვა, რომ "ოფშორTV"-ს ტექნიკური პერსონალის დაურიგებელი ხელფასებით, აშშ-ს მედიასივრცეში, საქართველოს მოვლენებზე მიკერძოებული ინფორმაცია აქტიურად მიეწოდებოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს.
აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო ($420,000). დოკუმენტებით დასტურდება, რომ "ფორმულამ" მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებულ მომსახურებაში Cornerstone-ს დაახლოებით $110,000 დოლარი უკვე გადაუხადა. მე წარმომიდგენია სიამაყით გადავსებული "ოფშორTV"-ს ტექნიკოსის დღევანდელი პასუხი ოჯახის წევრთა საზაფხულო კითხვაზე: "წელს ზღვაზე რატომ ვერ წავედით", როდესაც ის ამერიკული რუსული კანონის ამობეჭდილ სქემებს მოიტანს სახლში..." - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი