დავით ქართველიშვილი: „ტორტზე ალუბლის“ ტოლფასი გახდა Politico-ს 25 აგვისტოს გამოშვება, ჰუმანიტარული ტვირთების განაწილების სფეროში უკრაინელი მაღალჩინოსნების კორუფციულ სკანდალებში მონაწილეობის თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 06 სექტემბერი 2023, 11:22

NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელის სტიან იენსენის განცხადებას: "შესაძლოა განვიხილოთ უკრაინის NATO-ში მიღება, მისი მხრიდან რუსეთის სასარგებლოდ გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ" - Politico-მ რამოდენიმე დასავლელი მაღალი რანგის დიპლომატის (მათი დასახელების გარეშე) მკვეთრად უარყოფითი მოსაზრება მოიყვანა“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ქართველიშვილი გამოცემა - Politico de facto-ში გამოქვეყნებულ თეთრი სახლის პოზიციებს აჯამებს.

„ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი, თეთრი სახლის პოზიციების გამხმოვანებელი გამოცემა - Politico de facto. შევაჯამოთ მისი აგვისტოს თვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით:

აგვისტოს დასაწყისი: „თუ უკრაინის მხარდამჭერებს ჰქონდათ იმედი, რომ ივლისში მოხდებოდა სერიოზული გარღვევა ორეხოვსკის მიმართულებით, მათ ძლიერი იმედგაცრუება ხვდა წილად. თუ უახლოეს პერიოდში კონტრშეტევის თვალსაზრისით ვითარება არ შეიცვლება, შემოდგომის ბოლოსკენ, ზამთრის დასაწყისში უკრაინა დაკარგავს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების უნარს".

17 აგვისტო: „ჩვენი მცდარი ოპტიმიზმის მთავარი მიზეზი იმ ფაქტის უგულებელყოფაში იყო, რომ რუსეთის ჯარი სწრაფად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და შესწევს უნარი მოახდინოს ბრძოლის ტაქტიკის კორექტირება".

17 აგვისტო: „დასავლეთმა უკრაინას დათვური დახმარება გაუწია, როდესაც ასწავლა მათ NATO-ს სტანდარტებით საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ არ მოამარაგა ამ სტანდარტების შესაფერისი შეიარაღების სისტემებით".

17 აგვისტო: „დასავლეთი იმედგაცრუებული დარჩა ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, შეიარაღების ახალი პარტიის მოლოდინში, გადაედო კონტრშეტევა გაზაფხულიდან ზაფხულისთვის".

17 აგვისტო: „ვინაიდან გარღვევის თვალსაჩინო სურათი არ გაგვაჩნია, საჭიროა შემდეგი წარმატებული სამხედრო კამპანიის დაგეგმარება 2024 წლის გაზაფხულისთვის".

NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელის სტიან იენსენის განცხადებას: "შესაძლოა განვიხილოთ უკრაინის NATO-ში მიღება, მისი მხრიდან რუსეთის სასარგებლოდ გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ" - Politico-მ რამოდენიმე დასავლელი მაღალი რანგის დიპლომატის (მათი დასახელების გარეშე) მკვეთრად უარყოფითი მოსაზრება მოიყვანა.

ამავდროულად, აგვისტოს ბოლოს Politico-მ გამოაქვეყნა ექს-კონგრესმენის (დემოკრატიული პარტია) და სახელმწიფო მდივნის ექს-თანაშემწის, ტომ მალინოვსკის ვრცელი ინტერვიუ აღნიშნულ თემაზე:

ვაშინგტონი კიევს მოამარაგებს ყველა აუცილებელი შეიარაღებით, რათა უკრაინის სამხედრო ძალებმა შეძლონ რაც შეიძლება წინ წაიწიონ; მაქსიმუმ 2024 წლის ივნისში, კიევი გამოაცხადებს შეტევის "დაპაუზებაზე" და ყურადღების კონცენტრაციას ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას დაუთმობს. 2024 წლის NATO-ს ივლისის სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ ალიანსში გაწევრიანებას "იმ მომენტისთვის უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების უსაფრთხოების დაცვის გარანტიით". ამასთანავე NATO არ ჩაერევა უკრაინის ჯარის "დამოუკიდებელ ქმედებებში", ეს მოცემულობა ჩაითვლება "უკრაინის აბსოლუტურ გამარჯვებად", ხოლო ზელენსკი შეძლებს "თავისი ყურადღების აქცენტირებას საკუთარი ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიების დაბრუნების არასამხედრო სტრატეგიაზე".

დასავლეთი კი გააგრძელებს რუსეთის შემადგენლობაში ამ ტერიტორიების შეყვანის "არაღიარების პოლიტიკას".

აგვისტოს ბოლო დეკადაში Politico-მ გამოაქვეყნა კონგრესში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, ენდი ჰარისის ვრცელი ინტერვიუ: "ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ზელენსკი ამ ომში გამანადგურებელ მარცხს განიცდიდა. თუმცა, ჩვენი დახმარებით ის ვერც იმარჯვებს. სიტუაცია ჩიხურია.

როგორც ჩანს კონტრშეტევამ კრახი განიცადა და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. აშშ ამჟამად თავად განიცდის მატერიალურ დეფიციტს და მე გენერალური ინსპექტორის ზედამხედველობის გარეშე კიევის ახალი დაფინანსების სასტიკი წინააღმდეგი ვარ";

აგვისტოს ბოლო კვირის გამოშვებაში Politico-მ მოიყვანა ამერიკის ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკის მოსაზრება, რომ "უკრაინის კონტრშეტევის შესახებ საუბრებმა განვლო აღფრთოვანების სტადია და იმედგაცრუებას დაუბრუნდა, ხოლო კიევის კუს ნაბიჯებით პროგრესმა შეგვახსენა შარშან ნოემბრის თვეში გენერალ მარკ მილის რჩევები სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობაზე"; „ტორტზე ალუბლის" ტოლფასი გახდა Politico-ს 25 აგვისტოს გამოშვება, ჰუმანიტარული ტვირთების განაწილების სფეროში უკრაინელი მაღალჩინოსნების კორუფციულ სკანდალებში მონაწილეობის თაობაზე“, -წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი