ლევან ნიკოლეიშვილი გახარიაზე-მას, როგორც აგენტს უთხრეს ეღალატა და უღალატა. როგორც ჩანს მუხანათობით და უმადურობით კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს, დარწმუნებული ვარ ნაცებსაც, თუმცა ვინ ვის გაოცებს ეს კიდევ საკითხავია, გახარია ნაცებს თუ ნაცები გახარიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
604 06 სექტემბერი 2023, 17:35
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, შეხვედრაზე, სადაც გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი კრის სოჩას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებზე ესაუბრებოდნენ, მოულოდნელად, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც გამოჩნდა.
ნიკოლეიშვილის თქმით, გიორგი გახარია უკღმართობის და ამრალურობისა კლასიკური მაგალითია. მას როგორც აგენტს დაავალეს და ასრულებს, უთხრეს ეღალატა და უღალატა.
„არ მიკვირს რომ გახარია ნაცებთან მივიდა სადაც თურმე ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს განიხილავენ. არც ის მიკვირს ნაცები, რომ გუშინდელ თვალთხარიას გულში იხუტებენ. თუმცა რა არის გასკვირი თავის დროზე რეგიონებში კოალიცია სწორედ გახარიას და ნაციონალებს შორის შედგა. მანამდე კახი კალაძეს მერობაში ეცილებოდა. საერთოდ კი პრემიერობა მელიასთან და რადიკალ ნაცებთან მეგობრობაში გაცვალა. მეგობრებს თვითონ ირჩევენ, თუმცა არა ძველი მეგობრების და საერთოდ ფეხზე დამყენებლების ღალატის ფასად. გახარია უკღმართობის და ამრალურობისა კლასიკური მაგალითია. მას როგორც აგენტს დაავალეს და ასრულებს, უთხრეს ეღალატა და უღალატა. როგორც ჩანს მუხანათობით და უმადურობით კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს, დარწმუნებული ვარ ნაცებსაც, თუმცა ვინ ვის გაოცებს ეს კიდევ საკითხავია, გახარია ნაცებს თუ ნაცები გახარიას. მთავარი კი ის არის ნაცებს გახარია უნდა ჰყავდეთ და გახარიას ნაცები, რეალურად ერთი მუხანათური შემადგენლობაა“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი