დავით ქართველიშვილი: სომხეთი დაადგა საქართველოს გზას და მიისწრაფვის NATO-სკენ - კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკელებთან ერთობლივი სწავლება „იწვევს დაძაბულობას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
571 07 სექტემბერი 2023, 10:12

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ მკაფიო ნაბიჯებს დგამს.

„11-20 სექტემბერს სომხეთის სასწავლო ცენტრ „ზარ-ში“ (თავდაცვის სამინისტროს მშვიდობისმყოფელების კორპუსი) და თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „N-ში“ გაიმართება სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო სწავლება - „EAGLE PARTNER 2023“. მანამდე სომხეთმა გაიწვია თავისი წარმომადგენელი ОДКБ-დან, მას შემდეგ რაც უარი განუცხადა ამ ორგანიზაციას თავის ტერიტორიაზე წელს დაგეგმილი სწავლების ჩატარებაზე.

სომხეთმა ჩათვალა, რომ რუსეთისთვის ეს არის არასაკმარისად მიყენებული „ტკივილი“ და დღეს კიევში გაემგზავრა ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, რომელმაც უკრაინაში სომხური ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია ჩაიტანა. სომხეთი დაადგა საქართველოს გზას და მიისწრაფვის NATO-სკენ. კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკელებთან ერთობლივი სწავლება „იწვევს დაძაბულობას“. გაცილებით რადიკალურია რუსეთის საზოგადოებრივი განწყობა, რაც პირველ რიგში რუსეთში სომხურ დიასპორაზე აისახება. რუსი პოლიტოლოგები მიმართავენ საკუთარ ხელისუფლებას, გადავიდეს სომხეთთან „პრაგმატული ურთიერთობების პოზიციებზე“.

საქართველოს მიდგომა რჩება უცვლელი - სამშვიდობო სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის გატარება, მედიატორის პოზიციის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით. და კიდევ ერთი რამ - იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყანაში უკრაინული სახელმწიფო დროშების ფრიალს თუ არ ჩაანაცვლებს, ნუ დაემატება მაინც სომხეთის დროშების ფრიალი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი