ჯოზეფ ბორელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა ყველა პოლიტიკური ჯგუფის თუ პარტიის წარმომადგენლის შეხედულება ევროინტეგრაციის პროცესზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
645 08 სექტემბერი 2023, 15:49
ჩვენ უკვე ვიცი ოპოზიციის, განსაკუთრებით კი „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივი, თუმცა ბოლოს ბორელს ჰქონდა საშუალება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოესმინა ის კონტრარგუმენტები, რითაც ჩვენ ოპოზიციას ვუპირისპირდებით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

სეფაშვილის თქმით, ჯოზეფ ბორელს მიეცა საშუალება, ყველა პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებები მოესმინა საქართელოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. 

„ჯოზეფ ბორელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა ყველა პოლიტიკური ჯგუფის თუ პარტიის წარმომადგენლის შეხედულება ევროინტეგრაციის პროცესზე. რა თქმა უნდა, აქ სიახლე არ ყოფილა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე ვიცით ოპოზიციის, განსაკუთრებით კი „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივი, თუმცა ბოლოს ჰქონდა საშუალება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოესმინა აგრეთვე, ის კონტრარგუმენტები, რითაც ჩვენ ვუპირისპირდებით „რადიკალური ოპოზიციის“ ყალბ და მანიპულაციურ მოსაზრებებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მე ყალბ და მანიპულაციურში ვგულისხმობ იმას, ვითომ რომ უნდათ კანდიდატის სტატუსი და სინამდვილეში თავიანთი მესიჯებით და ქმედებებით პირიქით, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში გამართა შეხვედრა, რომელშიც "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი მონაწილეობდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი