ლევან ნიკოლეიშვილი: თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება უმსგავსობის მწვერვალია- 14 მილიონი დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 13 სექტემბერი 2023, 13:35

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „კურიერში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways - ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება უმსგავსობის მწვერვალია - 14 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის პირად ფრენებზე.

„სააკაშვილი, რომ ბიუჯეტიდან მილიონებს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავდა ყველასთვის ცნობილია. სამკურნალოდ, საბოტექსოდ, საყვარლებისთვის საჩუქრები, შიშველი მკერდით დახატული სურათები თუ ათასი უბედურებაზე ბიუჯეტი ხრავდნენ ჩვეულებრივად. მაგრამ თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება მგონი უმსგავსობის მწვერვალია- 14 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის პირად ფრენებზე!!! რამდენი რამე შეიძლებოდა ამ თანხით როგორც ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე სამხედრო მოსამსახურეების თუნდაც სოციალური პაკეტების გასავითარებლად!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი