დავით ქართველიშვილი: ლომჯარიასთვის იმ ადამიანის სახელობის ჯილდოს მინიჭება აბსოლუტურად ლოგიკურია. ის იმავე კორპორაციას წარმოადგენს, რომელიც სოხუმსაც და ცხინვალსაც საქართველოს ბალასტად აღიქვამს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
574 13 სექტემბერი 2023, 16:30
„ლომჯარიასთვის იმ ადამიანის სახელობის ჯილდოს მინიჭება აბსოლუტურად ლოგიკურია. ის იმავე კორპორაციას წარმოადგენს, რომელიც სოხუმსაც და ცხინვალსაც საქართველოს ბალასტად აღიქვამს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა საერთო აქვს ერთმანეთთან ანდრეი სახაროვს, ფადი ასლისა და ნინო ლომჯარიას.
„ლომჯარიასთვის იმ ადამიანის სახელობის ჯილდოს მინიჭება აბსოლუტურად ლოგიკურია. ის იმავე კორპორაციას წარმოადგენს, რომელიც სოხუმსაც და ცხინვალსაც საქართველოს ბალასტად აღიქვამს და დარწმუნებული ვარ, მათ მოცილებაზე „ფადი-ასლი-აურ" აზრს იზიარებს, რამეთუ იმავე აზრს იზიარებდა ანდრეი სახაროვიც, რომელმაც 1989 წლის ჟურნალ „ოგონიოკისთვის" მიცემულ თავის ინტერვიუში („თავისუფლების ხარისხი") პირდაპირ ბრძანა: „მხოლოდ ამგვარად შეიძლება ნაციონალური პრობლემების მოგვარება ისეთ „მცირე იმპერიებში", რომელსაც მაგალითად საქართველო წარმოადგენს, რომელმაც თავის შემადგენლობაში აფხაზეთი, ოსეთი და სხვა (!) ნაციონალური შენაერთები შეიყვანა". თუ რას ნიშნავს სახაროვისეული „მხოლოდ ამგვარად" - სწორედ ფადი ასლიმ განგვიმარტა, ხოლო აფხაზებმა თავის დროზე იმდენად ზუსტად გაიგეს, რას გულისხმობდა ლომჯარიას გურუ, რომ ანდრეი სახაროვის სახელს უკვე 32 წელიწადია სოხუმის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ატარებს, ალბათ, რომელიმე ქართველი მწერლის ან გმირის მაგივრად. ასე რომ, დღეს სოხუმის რომელიმე ჩიხებს სავსებით ლოგიკურად შეიძლება ფადი ასლის და ნინო ლომჯარიას სახელებიც დაარქვან - ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ", - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი