ნათია თურნავა - დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1368 03 აპრილი 2020, 14:38

მართალია, ჯერ კიდევ შუა ეტაპზე ვართ და პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას განმარტებით, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში აამოქმედებენ ეკონომიკის სფეროში არსებულ ყველა ბერკეტს და პროგრამას.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს, უკვე დავიწყოთ მუშაობა პოსტ-კრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას - კორონავირუსს. რაც შეეხება ეკონომიკას, აქაც ასე მოვიქცევით. მართალია, ჯერ კიდევ შუა ეტაპზე ვართ და პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს, მიაღწიოს წინა ნიშნულებს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, კრიზისული გეგმის პირველი ამოცანა იქნება ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ აუცილებელი პროდუქტებით.

„პრემიერ-მინისტრის დავალების თანახმად, ამ გეგმაში ავამოქმედებთ უკვე არსებულ ყველა ბერკეტს. ახლა ჩვენი მთავარი პოსტ-კრიზისული ამოცანა იქნება პირველ რიგში განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი და ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი