ადგილობრივი წარმოების პირბადეები რამდენიმე დღეში გამოვა ბაზარზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1121 03 აპრილი 2020, 14:42

"აწარმოე საქართველოს" ფარგლებში საქართველოში ორი კვირის წინ დაიწყო ადგილობრივი პირბადეების წარმოება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება ბაზარზე. პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში ჩართულია რამდენიმე მსხვილი და მცირე სამკერვალო.

„ეს არ არის მარტივი, რადგან დოლბანდი, რომელსაც ვიყენებთ პირბადეების დამზადებისთვის, არ იწარმოება საქართველოში, შემოსატანი ნედლეულია და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები დაწესებული, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით, უზრუნველვყავით უკვე მეტნაკლებად სტაბილური მიწოდება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი კვირიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში, ჩვეულებრივ გაყიდვაში“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, სამედიცინო ნიღბების ფასი ხელმისაწვდომი იქნება.

„ვინაიდან ეს არის სახელმწიფოს და ვიტყოდი, სახალხო პროექტი, ფასი იქნება ხელმისაწვდომი, რაოდენობას რაც შეეხება, რა საკვირველია, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ, მაგრამ ეს დაკავშირებულია ნედლეულის მოწოდებაზე და შეიძლება, პირველ ეტაპზე სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, მაგრამ მიხარია, რომ სხვა წარმოებებიც ამუშავდნენ და პირბადეები იკერება არა მხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დეფიციტი დავამარცხოთ“, – აცხადებს თურნავა.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო დამცავი საშუალებებიც მზადდება.

„დღეს მივდივარ ერთ-ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში” პროგრამის დახმარებით, აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას. ეს არის მისაბაძი მაგალითი, ყველა ასეთ წარმოებას გვერდით დგომას ვთავაზობთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა
მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!
არქივი