ნინო ფოჩხუა რომან გოცირიძის განცხადებაზე: ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმციას ფეხქვეშ თელავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
645 20 სექტემბერი 2023, 00:30

ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელიც ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებას და იმპიჩმენტს ითხოვს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ.

„ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს უდანაშაულობის პრეზუმციას ფეხქვეშ თელავენ. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ. ბატონმა რომანმა ისიც არ იცის, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას და როცა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის ეროვნულის შიდა რეგულაცია და კონსტიტუციის პრინციპი, უპირატესობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.“-წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი