დავით ქართველიშვილი: საქართველოს კანონმდებლობის გადაწყვეტილება უნდა იყოს პრიორიტეტული და ქვეყნის კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანის უფლებებს უნდა იცავდეს იმის მიუხედავად, ეს ფარცხალაძე იქნება, თუ ხოშტარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
490 20 სექტემბერი 2023, 13:57

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას სანქცირების ნორმის შეცვლასთან დაკავშირებით მიესალმება და აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილება უნდა იყოს პრიორიტეტული და ქვეყნის კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანის უფლებებს უნდა იცავდეს. შესაბამისი პოზიცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია დაფიქსირებული.

„აშშ და მათი ადგილობრივი მარიონეტები და ლაქიები აგრძელებენ საქართველოს განხილვას, როგორც მეათეხარისხოვან „სუბსტანციას", სადაც მისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი თუ კონსტიტუცია არაფრად მიაჩნიათ და სასაცილოდ არ ყოფნით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე არ მაინტერესებს საკითხის პერსონიფიცირება, არც ფარცხალაძე მაღელვებს და არც თურნავა. საუბარი მიდის სამართლებრივ პრინციპზე. თუ თეთრ სახლში დიდი ალბათობით დაბრუნდნენ რესპუბლიკელები და ახალმა ადმინისტრაციამ სანქციების ქვეშ აიყვანა ელენე ხოშტარია, თუ კობა ნაყოფია, მე იგივე პრინციპის ერთგული ვიქნები: სანამ საქართველოს სასამართლო, მისთვის მოწოდებული მტკიცებულებების ბაზაზე დაყრდნობით, დამნაშავედ არ ცნობს სანქციების ქვეშ აყვანილ მოქალაქეს, ან მის იურიდიულ პირს და მათ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს, ამ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს არ უნდა ეზღუდებოდეს წვდომა თავის ძირითად კანონიერ უფლებებთან.

საქართველოს კანონმდებლობის გადაწყვეტილება უნდა იყოს პრიორიტეტული და ქვეყნის კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანის უფლებებს უნდა იცავდეს იმის მიუხედავად, ეს ფარცხალაძე იქნება, თუ ხოშტარია“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსმა თურქეთის მაგალითი მოიყვანა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა, როცა საკითხი მისი მოქალაქის სანქცირებას შეეხო, ბოლომდე დაიცვა თურქული კანონმდებლობა. „როდესაც ამერიკამ თურქეთის ხუთ იურიდიულ პირს და ერთ მოქალაქეს დაუწესა სანქციები, მათ შორის კომპანიებს Margiana Insaat Dis Ticaret, Demirci Bilisim Ticaret Sanayi, SMT-iLogic და Saturn EK - იმ შეკითხვებს მაინც უპასუხეს, თუ რა კონკრეტულ (!) ფაქტებთან არის დაკავშირებული სანქციების ქვეშ მათი აყვანა. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ბრალი დასდო ამ კომპანიებს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაცემაში, რომლებიც აღმოაჩინეს ფრთოსანი რაკეტების - „კალიბრის", Х-101-ის და უპილოტო საფრენი აპარატ „ორლან-10"-ის შემადგენლობაში. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს ეს განმარტებები სასაცილოდ არ ეყო და მან ბოლომდე დაიცვა თავისი ქვეყნის მოქალაქისა და კომპანიების ინტერესები.

ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს კონკრეტული განმარტების ღირსადაც არ თვლიან, იქნება ეს მოსამართლეთა მიმართ სავიზო შეზღუდვები, თუ ფარცხალაძის მიმართ სანქციების შემოღება. თუ აშშ-ს მომავალი ადმინისტრაციის მიერ, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან დაფინანსებული ხოშტარიას, თუ რუსეთის ბიზნესმენ ნაყოფიას მიმართ სავარაუდო დამსჯელი ღონისძიებები ასევე იქნება მოკლებული მტკიცებულებების ბაზას, მათ მიმართ საქართველომ უნდა იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი