ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას: აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca-Cola რატომ ხვდება? ამას გამიზნულად, საქართველოს საზიანოდ აკეთებთ თუ უბრალოდ დიდ ფულს შოულობთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
701 21 სექტემბერი 2023, 21:08

აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca-Cola რატომ ხვდება? - ასე მიმართავს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას, რომლის კომპანიაში წარმოებული „კოკა-კოლას“ რუსეთის ბაზარზე რეალიზაციის დამადასტურებელი ფოტოები სოციალურ ქსელში „დოჟდის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა  ეკატერინე კოტრიკაძემ გაავრცელა.

ნიკოლეიშვილის თქმით, ჭყონიამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რა მიზნით გადის საქართველოში წარმოებული კოკა-კოლა რუსეთის ბაზარზე - საქართველოსთვის ზიანის მოსატანად თუ მხოლოდ იმის გამო, რომ დიდ ფულს შოულობენ. იგი ასევე ინტერესდება, გრძნობს თუ არა სოფო ჭყონია რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გაყიდვის გამო.

„Sofia Tchkonia აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca-Cola რატომ ხვდება? ამას სპეციალურად, გამიზნულად, საქართველოს საზიანოდ აკეთებთ თუ უბრალოდ ძალიან დიდ ფულს შოულობთ? ხალხს მართლა აინტერესებს, რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობთ ამის გამო, თუ დიდი მნიშვნელობა არა აქვს რახან ფულს სუნი არაა აქვს, საიდან თუ როგორ იშოვით მას! კეთილი ინებეთ და გამობრძანდით და გაეცით პასუხი რატომ ხვდება თქვენი პროდუქცია რუსეთში და რამდენი მილიონი იშოვეთ უკვე ამ სამარცხვინო ქმედების შედეგად!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი