ნინო ფოჩხუა: ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო ორ დაჯგუფებას შორის რომლის ერთ მხარეს იდგა წარსულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ჩამშვები და “ნაცებთან” მიკედლებული ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად “ჭყიპინა", მეორე მხარეს - მისი ძველი საძმო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
768 23 სექტემბერი 2023, 17:29
პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, პოლიტიკური ნიშნით თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ყველაფერზე პოლიტიკურის ძახილს, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” თავდასაცვად იყენებს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გლდანში მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ეძგვერაძე მონაწილეობდა.
ფოჩხუას თქმით, მომხდარი ფაქტი კრიმინალური გარჩევა იყო, რომლის მიზეზებსაც გამოძიება დაადგენს და აღნიშნულ ინციდენტს საერთო არ აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან.
“პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, პოლიტიკური ნიშნით თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ყველაფერზე პოლიტიკურის ძახილი, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თავდასაცვად იყენებს. არა და გუშინ ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო, ორ დაჯგუფებას შორის, რომლის ერთ მხარეს იდგა წარსულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ჩამშვები და ნაცებთან მიკედლებული ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად “ჭყიპინა" და მეორე მხარეს მისი ძველი საძმო, რომელმაც არ აპატია "გაპოლიტიკოსობა," ფაქტიურად "ნასედკობა." რა იყო მიზეზი გუშინდელი ინციდენტის, ამას გამოძიება დაადგენს, მანამდე კი ისრების გადატანა კოტე ზარნაძის მისამართით და ხელისუფლებისკენ იმდენად სასაცილოა და იმდენად უნიჭო სიცრუეა, რომ თუ თავმოყვარეობა კიდევ შერჩათ, აღარ გააგრძელებენ”, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი