ვლადიმერ ბოჟაძე: გლობალური ომის პარტიის აქტივისტმა, კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
545 24 სექტემბერი 2023, 21:15

გლობალური ომის პარტიის აქტივისტმა, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მტკიცებულება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად ითხოვდა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, თუმცა ახლა შესაბამის დადგენილებას ხელს არ აწერს და არ უნდა ფარცხალაძეზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები გავრცელდეს.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას და მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს, „რუსულ გადაწყვეტილებას“ და საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ გადაქცევას უწოდებს, თურმე თუ საერთაშორისო სანქციები ავტომატურად არ გავრცელდება და ამაზე ქართული სასამართლო იმსჯელებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად ითხოვდა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი დასკვნა მოამზადა და მე-5 დღეა ხელს არ აწერს, არც მოვაწერო ანუ არ უნდა რომ ოთარ ფარცხალაძემ დაკარგოს მოქალაქეობა და რაც მთავარია, არ უნდა, რომ მასზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები!

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია! ირაკლი კობახიძის მოსაზრებას კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევაზე ეროვნული ბანკზე ზეწოლას უწოდებს, ხოლო საკუთარ მოწოდებას, გადადგეს ნათია თურნავა, არ მიიჩნევს კონსტიტუციურ ორგანოზე ზეწოლას. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს რომელსაც ხმა 1 147 627 ამომრჩეველმა მისცა, დღეს „ქურქუმალ ვაითის“ პარტიის აქტივისტი გახდა, ერთი ერთში იმეორებს ომის და ღალატის პარტიის ლიდერების, მათი მართვადი სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლების ნარატივს, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას და სამოქალაქო დაპირისპირებას. საკონსტიტუციო სასამართლო მალე დადებს დასკვნას და დიდი ალბათობით დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, თუმცა მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს რადიკალური ოპოზიცია, რითაც საბოლოოდ გაფორმდება მათი სტრატეგიული პარტნიორობა და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერი გახდება!”- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განაცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი