დავით ქართველიშვილი უკრაინელ მოციგურავეებზე: ეს კიდევ ერთი მაგალითია „ქართულ-უკრაინული“ უცნაური მეგობრობის. არ გამიკვირდება, რომ ამ ჟესტის პირდაპირი ინიციატორი არახამია ან პოდოლიაკი ყოფილიყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
540 25 სექტემბერი 2023, 08:42

რა უნდა მიკვირდეს, კანადის პარლამენტში ამ დღეებში ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის უკრაინელ ვეტერან იაროსლავ გუნკას, რომელიც მსახურობდა ნაცისტების Waffen-SS მე-14 დივიზიაში. ტაშით შეხვდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი იუნიორი მოციგურავეების გრან-პრის ტურნირზე უკრაინელი მოციგურავეების საქციელს, როდესაც მათ ქართველ მოციგურავეთა წყვილს ხელი არ ჩამოართვეს.

ქართველიშვილის თქმით, ეს არის სპორტს მიღმა გასული საქციელი, რომელიც დისკვალიფიცირებასაც კი იმსახურებს.

„იუნიორები“ ფაქტობრივად, ჩვენი ბავშვები არიან - ზოგისთვის შვილის, ზოგისთვის შვილიშვილის ასაკის. გამორიცხულია, უკრაინელ ბავშვებს ეს არასპორტული, უღირსი საქციელი საკუთარი ნებით ჩაედინათ. ბუდაპეშტში ფიგურულ სრიალში დასრულებულ გრან-პრის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ეგიდით მოასპარეზე წყვილმა გაიმარჯვა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტიოლკინამ.

საქართველოს ჰიმნის გაჟღერების წინ, ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედალოსნებს მიულოცეს და საპასუხო მილოცვა მიიღეს, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა უკრაინულმა წყვილმა (ივან ხობტა და ვიოლეტა სეროვა) ხელის ჩამორთმევაზეც კი უარი განაცხადეს თავის ქართველ თანატოლებთან. ეს არის სპორტს მიღმა გასული საქციელი, რომელიც დისკვალიფიცირებასაც კი იმსახურებს.

ფორმალური მიზეზი, რომ ქართველი სპორტსმენები რუსი მწვრთნელის შეგირდები არიან, არანაირ გამართლებას არ ითვალისწინებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი „ქართულ-უკრაინული“ უცნაური მეგობრობის. არ გამიკვირდება, რომ ამ ჟესტის პირდაპირი ინიციატორი ან არახამია, ან პოდოლიაკი ყოფილიყო.

თუმცა რა უნდა მიკვირდეს, კანადის პარლამენტში ამ დღეებში ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის უკრაინელ ვეტერან იაროსლავ გუნკას, რომელიც მსახურობდა ნაცისტების Waffen-SS მე-14 დივიზიაში. ტაშით შეხვდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსების წინააღმდეგ იბრძოდა...“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი