შალვა პაპუაშვილი: რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
633 27 სექტემბერი 2023, 00:20

სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ჩვენი თაობის იმედიც, რომ სწრაფად მომხდარიყო ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის დასავლური ერების ოჯახის წარმატებულ წევრად გარდაქმნა. რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა.

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და თაობათა მრავალსაუკუნოვანი ოცნების მიღწევისკენ ჩვენი სწრაფვა ძალაზე დაფუძნებული საერთაშორისო პოლიტიკის მომაკვდინებელ რეალობას შეეჯახა.

თუმცა, მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა. ჩვენ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლების შექმნა, წესრიგის აღდგენა, კრიმინალსა და კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ავტორიტარიზმის დამარცხება, ხალხზე მზრუნველი დემოკრატიული ხელისუფლებისა და სოციალური სახელმწიფოს შექმნა, სიღარიბის შემცირება, ნატო-სა და ევროკავშირთან არსებითად დაახლოება, მშვიდობის შენარჩუნება და დინამიკური ეკონომიკის განვითარება.

ეს ყველაფერი გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელდა, რაც წარმოუდგენელი შეიძლება, იყოს ბევრი სხვა ერისთვის. აღნიშნული მიღწევა და პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ის, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად, მომავალში კი უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გველის იმ ეროვნული მიზნების მიღწევაში, როგორებიც არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაცია.

ნათქვამია, ყველაზე უკუნი საათი გათენებამდეაო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ“, – წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი