დიმიტრი ხუნდაძე: 30 წელი დიდი დროა იმისათვის, რომ კარგად გააანალიზო რა მოხდა, რა შეცდომა დავუშვით ორივე მხარემ და როგორ შეიძლება ერთმანეთთან მისასვლელი გზები აღვადგინოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
617 27 სექტემბერი 2023, 13:23
"მჯერა, რომ დღევანდელ დღეს წარსულის შეცდომებზე და ახალ ურთიერთობებზე ფიქრობენ ჩვენი აფხაზი ძმები," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. ქართველები აღარ ესვრიან ერთმანეთს.


"დღეს სოხუმის დაცემის დღეა. არ მეგულება ქართველი, ვისაც დღევანდელი დღე არ ტკიოდეს, თუმცა, დრომ შეჩვევა იცის და ალბათ არიან ისეთებიც, ვისთვისაც სიტყვა ოკუპაცია უკვე ჩვეულ ტერმინად იქცა. 

უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი საუბრობს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, ძალიან ცოტას თუ უფიქრია აფხაზეთის დაბრუნების რეალურ გზებზე. 

ომი თუ მშვიდობა? მტრობა თუ მიტევებით განახლებული მეგობრობა? არჩევანი მხოლოდ ამ ორ გზას შორის გვაქვს. არჩევანი დღეს ქართველების მხარესაა, რას შევთავაზებთ ჩვენს დროებით დაკარგულ ძმებს, ომს? - ეს ხომ საბოლოოდ დაგვაშორებს ერთმანეთს. ჩვენს შორის კიდევ ერთი სისხლისღვრა აფხაზეთის საბოლოო დაკარგვის ტოლფასია. არადა, სწორედ ამას გვთავაზობენ რიგი უცხოელი პარტნიორები, უკრაინელი მაღალჩინოსნები და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები. 

საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება! ჩვენ აღარ ვესვრით ერთმანეთს!

ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა აფხაზებთან და ოსებთან მიმართებით. რთულია მშვიდობით დაიბრუნო ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ სხვა გზა სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. 

კონფლიქტების მოგვარების ორი გზა არსებობს: სამხედრო ძალის გამოყენებით, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ და ასევე მოლაპარაკების გზა, რაც გონიერებას და ნდობას მოითხოვს. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ, რომელიც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ომი, მაგრამ ურთიერთნდობასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, რაც მყარ შედეგს მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში. 

მჯერა, რომ დღევანდელ დღეს წარსულის შეცდომებზე და ახალ ურთიერთობებზე ფიქრობენ ჩვენი აფხაზი ძმები. 30 წელი დიდი დროა იმისათვის, რომ კარგად გაანალიზო რა მოხდა, რა შეცდომა დავუშვით ორივე მხარემ და როგორ შეიძლება ერთმანეთთან მისასვლელი გზები აღვადგინოთ. 

ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს ჯვართამაღლებას ვზეიმობთ. დაცემიდან ამაღლებამდე ეკლიან გზას გადის ყველა ქრისტიანი და ალბათ ეს გზაც, სოხუმის დაცემიდან ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენამდე, სინანულით და მომავალზე ფიქრით უნდა განვვლოთ, რათა მტერს აღარ მივცეთ საშუალება, წაგვართვას ის, რაც ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად - ნდობა და სიყვარული. 

მჯერა, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს!" - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი