დავით ქართველიშვილი: ნაცისტების იდეოლოგიის მატარებელი ზელენსკი გამოცხადებული იქნა ნეოფაშიზმის ახალ ფიურერად და "ცივილიზებული დასავლეთის" კანადის პარლამენტში ამას ოვაციები მოჰყვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
754 28 სექტემბერი 2023, 11:54
"გადაიხაზა ჰოლოკოსტი, პოლონელების გენოციდი ვოლინაში. საკონცენტრაციო ბანაკები გამოცხადებული იქნა "კულტურის სახლებად," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, კანადის პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის ნეოფაშიზმის ახალ ფიურერად აღიარა. 


"იაროსლავ გუნკა, ნაცისტური SS მე-14 დივიზიის 98 წლის ვეტერანი: "უკრაინის პრეზიდენტი არის იმ იდეალების ღირსეული მიმდევარი, რომლებსაც ჩვენ ბოლომდე ვიცავდით". სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა კანადის პარლამენტის მხურვალე აპლოდისმენტები. ამ ტაშმა და ოვაციებმა დაასამარეს "ნიურნბერგის პროცესი". ჩვენს თვალწინ, კანადაში მოხდა ფაშიზმისა და ნაციზმის რეაბილიტირება. ფაქტიურად ამნისტირებული იყვნენ ჰიტლერი, გებელსი, გერინგი, რიბენტროპი...

გადაიხაზა ჰოლოკოსტი, პოლონელების გენოციდი ვოლინაში. საკონცენტრაციო ბანაკები გამოცხადებული იქნა "კულტურის სახლებად". ნაცისტების - ბანდერას და შუხევიჩის იდეალიზირებული ჰეროიზაცია "ჩაბეტონებული" იქნა დამატებითი სამყარისთვის, ხოლო მათი იდეოლოგიის მატარებელი ზელენსკი გამოცხადებული იქნა ნეოფაშიზმის ახალ ფიურერად. და "ცივილიზებული დასავლეთის" კანადის პარლამენტში ამას ოვაციები მოჰყვა. 

ალლე! დიზ ისტ დას ენდე! კაპუტ დერ დემოკრატი! ჰაილ ზელე!!! ფარდა...." წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი