სოსო არჩვაძე - საუბარი სსფ-ს პროგრამის დროებით შეჩერებაზე, ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყო. შესაბამისად, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან კავშირი საერთოდ არა აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
492 28 სექტემბერი 2023, 12:23
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მისამართით გაჟღერებულ იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეჩერებულ პროგრამასთან დაკავშირებით წარმოიშვა. 


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საუბარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დროებით შეჩერებაზე  ჯერ კიდევ გასული, 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყო. შესაბამისად,  ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მას კავშირი საერთოდ არა აქვს.


მისივე თქმით, საპირისპიროს დამტკიცების მცდელობა კი წმინდა წყლის სპეკულაციაა და პოლიტიკურ ველში სპორტულ რინგზე გამართული „წესების გარეშე ბრძოლის“ ილეთების შემოტანის მცდელობას წარმოადგენს.



ექსპერტის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, თავდაპირველ საპროგნოზო მაჩვენებელთან (მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავდაპირველ პროგნოზთან) შედარებით ეკონომიკის  (მშპ-ის) გაცილებით მაღალი ტემპით ზრდის გამო, გეგმურთან შედარებით 2023 წელს 500 მილიონი ლარით იზრდება.



„საზოგადოებაში არასწორი, მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზი შეიძლება იყოს  არაკომპეტენტურობა, არასრული ინფორმაცია, არასწორი ინტერპრეტირება, ტენდენციურობა, ემოციებით აპელირება და არცთუ იშვიათად,  უვიცობა. მაშინ, რატომ ვრცელდება საზოგადოებაში აპრიორი არასწორი, მცდარი ინფორმაცია? - პასუხი ცალსახაა: ძირითადად საკუთარი რენომეს წარმოსაჩენად, თვითრეკლამისა და განქიქების ობიექტის (პოლიტიკური ძალის, სახელმწიფო ინსტიტუტის ან პიროვნების) რეპუტაციის შესალახად და გასანადგურებლად. მართალია, საზოგადოება ზოგადად საკმაოდ ტოლერანტულია უნებლიე შეცდომების და არასწორი დასკვნების ავტორთა მიმართ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არ და ვეღარ მუშაობს თეზისი „არცოდნა - არ ცოდვააო“ (მით უფრო, როდესაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხორციელდება; აქ უფრო მეორე მაქსიმაა  ლეგიტიმური: „კანონის არცოდნა პიროვნებას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან“. - ეს იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანა და ამით გარკვეული პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება თუ სხვისი რეპუტაციის მიზანმიმართული დაზიანება. ასეთ დროს განსაკუთრებით მავნებლურია დარტყმის სამიზნედ არათუ პიროვნების, არამედ სახელმწიფოს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეპუტაციის მიზანმიმართული დაზიანება, როგორიც ეროვნული ბანკია.
საუბარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დროებით შეჩერებაზე  ჯერ კიდევ გასული, 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყო. შესაბამისად,  ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მას კავშირი საერთოდ არა აქვს. - საპირისპიროს დამტკიცების მცდელობა კი წმინდა წყლის სპეკულაციაა და პოლიტიკურ ველში სპორტულ რინგზე გამართული „წესების გარეშე ბრძოლის“ ილეთების შემოტანის მცდელობას წარმოადგენს.
Post hoc, ergo propter hoc - ამის შემდეგ, ანუ ამის გამო. - ძველ ლათინთა ამ ხატოვან გამოთქმას  ყველაზე ხშირად იყენებენ რიტორიკული, ლოგიკური შეცდომის მაჩვენებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილი აქვს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. 
ეროვნულ ბანკთან მიმართებაშიც სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ისე, ცნობისათვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, თავდაპირველ საპროგნოზო მაჩვენებელთან (მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავდაპირველ პროგნოზთან) შედარებით ეკონომიკის  (მშპ-ის) გაცილებით მაღალი ტემპით ზრდის გამო, გეგმურთან შედარებით 2023 წელს 500 მილიონი ლარით იზრდება...“- წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი