ის ხელისუფლებაში დაბრუნების მოლოდინებს, რომლებიც აგრძელებენ „დურაკას“ თამაშს, ოღონდ ჩაცმაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
601 29 სექტემბერი 2023, 11:55

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე სექტემბრის პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

როგორც ქართველიშვილი წერს, საერთაშორისო ორბიტაზე საქართველო ინარჩუნებს სიმშვიდეს და ჯანსაღ თავდაჯერებულობას.

„ამასობაში „ცხელი“ პოლიტიკური შემოდგომის პირველი თვე იწურება. მისი მოკლე მიმოხილვა: გვეწვია ჟოზეფ ბორელი, რათა შეეფასებინა - სტატუსის არმიცემა ითამაშებდა თუ არა „ბიკფორდის ზონარის“ ეფექტს ხელისუფლების „აყირავებაში“. დაინახა, რომ ვერ ითამაშებდა. მიხვდა, რომ საქართველოს ალტერნატიული არსებობისა და გადარჩენის „სტატუსმიღმა“ პერსპექტივებიც გააჩნია და დაბრუნდა სახლში საგონებელში;

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „მილედის“ მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი მარჯვენა მხარი გაუშიშვლა მასზე „შროშანის სტიგმის“ მოსათავსებლად. აქამდე, თავად მონაწილეობდა ხელისუფლების სტიგმატიზაციაში, ამიერიდან თავად მოუწევს სტიგმის ტარება - „კონსტიტუციის მიღმა პრეზიდენტის“;

სუს-მა „აისბერგის“ იმ მწვერვალზე ისაუბრა, რაზეც შეიძლება რომ ესაუბრა სპეცსამსახურს. აისბერგის წყალქვეშა ნაწილიც ცნობილია და ის იძირება. და არც ხელისუფლებას ჰქვია „ტიტანიკი“, რომ რამე შეეჯახოს და ჩაძიროს იგი;

საერთაშორისო ორბიტაზე საქართველო ინარჩუნებს სიმშვიდეს და ჯანსაღ თავდაჯერებულობას;

ივანიშვილის პერსპექტივაზე გათვლილმა "ფარცხალაძის ტესტმა" ჩაილურის წყალი დალია;

გაძარცვული ევროპელი პენსიონერების ფულზე, „ედისონ რისერჩის“ კვლევებმაც კი ვერაფერი უშველეს ნაც/ნუდისტების ხელისუფლებაში დაბრუნების მოლოდინებს, რომლებიც აგრძელებენ „დურაკას“ თამაშს, ოღონდ ჩაცმაზე. მაგრამ საჭირო ტანსაცმლის არარსებობის გამო, ეს პროცესიც „ისე რა“ მიმდინარეობს;

საჭირო დროსა და მომენტში, ნაცსექტანტების დიდი მეგობრის, დეპუტატ გავრილოვის ხან ჩამოსვლით, ხან პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მსგავსად, ამ ჯერზეც მოევლინათ დასახმარებლად „ჩიპ ენდ დეილი“ (ლავროვ/კალაშნიკოვი);

მაგრამ ნანა ჯანელიძის ფილმის ნახევრადსკანდალურმა პრემიერამ აიღო და ჩვენი პოლიტიკური ნუდისტების ყველა ამოტივტივებული თუ ერთი ადგილიდან გამოწოვილი თემები სრულიად გადაფარა.

ეს ძალიან მოკლედ, წინ ოქტომბერი გვაქვს. თუ რამდენად „ცხელი“, ამასაც დავაკვირდებით“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი