დავით ქართველიშვილი: გლობალური ომის პარტიის და მისი მარიონეტების გეგმები ვიცით, დაფინანსების წყაროები ვიცით, ფონდები ვიცით, რაშიც გვეხმარება ამერიკული „ფარას“ კანონი, რისთვისაც ამერიკელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
699 29 სექტემბერი 2023, 23:06
  კიევური „მაიდნისა“ და საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების მცდელობის საერთო შტრიხებზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ გადატრიალების მსურველების ტაქტიკა არ იცვლება. 

„აბსოლუტურად არ იცვლება მათი ტაქტიკა, ჯიუტად, არ კი არა, ვერ ცვლიან. როდესაც საროსკიპოში ისე არ მიდის საქმე, როგორც სურთ, ავეჯ ის გადაადგილება სურათს ვერ შეცვლის. წარმოიდგინეთ 2014 წელი, სისხლიანი მაიდანი, კინოდოკუმენტალისტიკამ შემოგვინახა უმძიმესი კადრები, როდესაც სახურავებიდან, ორივე მხრიდან სნაიპერები ანადგურებდნენ ადამიანებს, რათა დაღვრილიყო სისხლი, მომხდარიყო შეტაკება და იქიდან მშვიდობიან გამოსავალს ადგილი არ ჰქონოდა. 

 ასეთ დროს, აპრილში ჩამოდის „მაიდნის" პოლიტტექნოლოგი სვიატოსლავ ფიოდორჩუკი, რომელიც ლექციებს უტარებს იმდროინდელ არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ მედიას და უხსნის, თუ რა არის მაიდანი, როგორ უნდა მოემზადო, რა ტექნიკური ასპექტებისგან შედგება ის და ა.შ. გადის თითქმის 9 წელიწადი. 

ამ პერიოდში აქტიურად განიხილება ჯინ შარფის მიერ დაწერილი ეს ბროშურა (ჯინ შარფის „როგორ მოვემზადოთ რევოლუციისთვის“), რომელიც მორგებული აქვთ ყველა ტიპის საზოგადოებებზე, დაწყებული ბოგოტადან, დამთავრებული ბიშკეკით. ჩვენი საზოგადოება ხომ არ არის უნიფიცირებული მასა, თუმცა წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მომხდარიყო მასების უნიფიცირება, შეექმნათ რაღაც ახალი ადამიანი, ქართველი არა, არამედ ახალი ადამიანი, რომელიც იქნებოდა იდენტური კოლუმბიაში, ყირგიზეთში, საქართველოშიც და დაექვემდებარებოდა ამ ტრენინგებს. 

შეექმნათ ქმნილება, რომელიც საკვანძო სიტყვის გაგებისთანავე, თავად გავიდოდა და თავის კუთვნილ როლს შეასრულებდა - ზოგი მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, ზოგი პოლიციელს ჩაარტყამდა, ზოგი მანქანას ცეცხლს წაუკიდებდა, ზოგი თავისიანს ჩუმად მიეპარებოდა და ზურგში დანას ჩაარტყამდა, რომ სისხლი დაღვრილიყო და საქმე უმართავ პროცესებამდე მისულიყო,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება არაერთხელ აღმოჩნდა ვითარების არევისა და დესტრუქციის მცდელობის მოწმე. „ეს ყველაფერი რამდენიმეჯერ ვნახეთ, მცდელობა ვნახეთ, ივნისის მცდელობა, მარტის რეპეტიცია, ელემენტები დავინახეთ. 

სექტემბერში კი, სპეცსამსახურებმა გვანახეს აისბერგის ზედაპირი, მწვერვალი. აისბერგის შიგნით რა ხდება, ამას სპეცსამსახურები ვერ გვეტყოდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მაგრად ვართ მომზადებულები. ჩვენ აქამდე ერთი ნაბიჯით ყოველთვის უკან ვიყავით და გვიწევდა რაღაც თავის მართლების პოზაში ჩადგომა, უხერხული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა. ახლა პრევენციას პრევენციაზე ვახვედრებთ, მათი გეგმები ვიცით, დაფინანსების წყაროები ვიცით, ფონდები ვიცით, რაშიც გვეხმარება ამერიკული „ფარას“ კანონი, რისთვისაც ამერიკელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი და კარგი კანონი აქვთ შემუშავებული. სწორედ ამ კანონის მეშვეობით ვიგებთ, ხშირ შემთხვევაში, ლობისტური ხელშეკრულებების დეტალებს. ვიცით ვინ სად რეკავს, რა საკითხებზე საუბრობენ, როგორ აპირებენ ხელისუფლების აყირავებას, საზოგადოების აფეთქებას. ანუ, ყველაფერი ამ ეტაპზე მიდის ძალიან კარგად: როსკიპები დაუძველდათ, შეცვლა კი არ უნდათ. ეს არის ჩემი კომენტარი,“ - დასძინა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი