ნატო ხიანდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1513 21 ოქტომბერი 2019, 13:48
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად "პროგრეს ბანკის" გადასარჩენად იყიდა. მას "პროგრეს ბანკში" ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა.
 "ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ "ქართუს" და "პროგრეს ბანკს" შეეხო.
 "ქართუ" ბანკმა კრიზისს გაუძლო, "პროგრეს ბანკს" კი ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების დაძლევა დამოუკიდებლად გაუჭირდა”,- აცხადებს ნატო ხაინდრავა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად "პროგრეს ბანკის" გადასარჩენად იყიდა. „ქართუ ბანკს“ ართმევდნენ და ახალ ბანკს რატომ იყიდიდა? ცხადია, ეს იყო ქველმოქმედების ნაწილი. დამირეკა ბატონმა ბიძინამ, ბატონი კახი კალაძის ბანკს დახმარება სჭირდება და იქნებ დავეხმაროთო და მოვიფიქრეთ რომ კაპიტალი თუ გაიზრდებოდა, ბანკს არ გაუჭირდებოდა შემდგომი პროცესების მართვა. ჩვენი ბანკის მეშვეობით ხდება თუ რამე გადარიცხვა არის საჭირო. მართალი გითხრათ, უცხოეთში გადარიცხვა ძალიან იშვიათად, პირიქით, უცხოეთიდან მოდის ჩვენთან გადარიცხვები და დიდი ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება „,- განაცხადაბ ,,ქართუ“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის ნაამბობის თანახმად, "პროგრეს ბანკის" ყიდვა უნდოდა, თუმცა საერთაშორისო აუდიტორებმა მხოლოდ ე.წ. ჯანსაღი აქტივების შეძენა ურჩიეს. ყოფილი ბანკირი ეჭვობდა, რომ "პროგრეს ბანკში" სავარაუდოდ ფულს ათეთრებდნენ. მაშინ არაფერი უთქვამს. იმ ქვეყნის კანონით, სადაც მამუკა ხაზარაძე ცხოვრობს, დანაშაულის შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე, როგორც ფულის გათეთრება, რასაც თავად მას ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ედავება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი