ლევან ხაბეიშვილი - რუსულმა პარტიამ, „ეფესბეს“ აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები - არაფერი გიშველით, არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
506 03 ოქტომბერი 2023, 14:09

რუსულმა პარტიამ, „ეფესბეს“ აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები საქართველოში. არაფერი გიშველით, არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

„კონგრესში, 2023 წლის 26 აპრილს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა სენატორმა - ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.

სენატორის თქმით, „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოვებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ ამ არჩევნების მხარდაჭერაში კრიტიკულ როლს შევასრულებთ და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნასაც შევუწყობთ ხელს“. შემდეგ სენატორმა, USAID-ის ადმინისტრატორს - სამანტა პაუერს მიმართა: „შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა USAID გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას საქართველოს მხარდასაჭერად?“.

პასუხი: USAID-მა რესურსები „სამართლიანი არჩევნებისკენ“ მიმართოს, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა. „ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, – დასძინა USAID-ის ხელმძღვანელმა.

USAID - ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა უნდათ საქართველოში, წინასაარჩევნოდ.

ახლა რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს" აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები საქართველოში.

არაფერი გიშველით! არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი