დიმიტრი ხუნდაძე: ალბათ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა ნებისყოფა და გონიერება სჭირდება დღეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონი ცეცხლშია გახვეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
613 09 ოქტომბერი 2023, 15:13
"რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული პოლიტიკური თუ  ეკონომიკური კრიზისი ნახევარზე მეტ მსოფლიოს უშუალოდ შეეხო," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ფართო მასშტაბებს არ შეიძენს. 


"რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, გამანადგურებელი ომის დაწყება ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო ართულებს. შესაძლოა ისრაელი, როგორც მეორე ფრონტი, ომის რომელიმე სცენარში იყოს გაწერილი, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები ჰქონდეს. ეს ნათელი გახდება ყველასათვის ახლო მომავალში. 

განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ ტერორიზმის ასეთ გაძლიერებას ვხედავთ. დღეს ისრაელს დაარტყეს, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს მათი სამიზნე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტერორიზმი გარდა კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებისა, ბრძოლის იარაღად რელიგიას იყენებს. არადა, ყველა რელიგია მხოლოდ ღირებულებებზეა დაფუძნებული. 

მე-20 საუკუნის ბოლოდან გააქტიურებული ტერორიზმი დღემდე მსოფლიოს პრობლემად რჩება. უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერი იქმნება. ტერორიზმის მომზადებას უდიდესი კაპიტალი სჭირდება. ფაქტია, მსგავს ტერაქტებს, რაც ისრაელში განხორციელდა, დიდი დაფინანსება სჭირდება. 

ამიტომ, მნიშვნელოვანია მსოფლიოს თანამეგობრობამ დაიწყოს ბრძოლა არა მხოლოდ ტერორისტების  წინააღმდეგ, არამედ, მათი დამფინანსებელი ჯგუფების ან სახელმწიფოების წინააღმდეგაც. ყველანი ვხვდებით, რომ ტერორიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. სანამ პოლიტიკა მსოფლიოს გარკვეულ წერტილებში ტერორიზმის ენით გვესაუბრება, მანამ ამ მსოფლიოს სიმშვიდე ვერ ექნება. 

მათ შორის, სიმშვიდე ვერ იქნება საქართველოშიც. ალბათ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა ნებისყოფა და გონიერება სჭირდება  დღეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონი ცეცხლშია გახვეული. ომის გაჩაღება ჩვენთან გარკვეული სახელმწიფოების და პოლიტიკური პარტიების ინტერესებში შედის როგორც შიდა ოპოზიციის ნაწილის, ასევე მათი მხარდამჭერი გარე ძალების მხრიდან. 

რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული პოლიტიკური თუ  ეკონომიკური კრიზისი ნახევარზე მეტ მსოფლიოს უშუალოდ შეეხო. იმედს ვიტოვებ, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ფართო მასშტაბებს არ შეიძენს და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი მსოფლიო ამ გამოწვევას გაუძლებს," - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი