თამარ ჩიბურდანიძე: ვენეციის კომისიის შენიშვნებში ფარულად იკითხება სასამართლოს დათმობის მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს ჩუქების ტოლფასია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
636 10 ოქტომბერი 2023, 16:54

პატივს ვცემთ ვენეციის კომისიას, მაგრამ, როდესაც შენიშვნების ქვეტექსტს სხვაგვარად ვკითხულობთ, გვაქვს უფლება, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ და დავსვათ ლეგიტიმური კითხვები, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიბურდანიძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ფარულად იკითხება სასამართლოს დათმობის მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს ჩუქების ტოლფასია.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში ღია შენიშვნები სასამართლო რეფორმაზე, თითქოსდა მისაღები უნდა იყოს ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქისთვის, მაგრამ, აქ სულ სხვა გარემოება გვაქვს - ამ შენიშვნებში ფარულად იკითხება სასამართლოს დათმობის მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს ჩუქების ტოლფასია. ყველამ კარგად იცის, რომ თუ გინდა ხელში ჩაიგდო სხვა ქვეყნის მართვის სადავეები, უნდა წაართვა სასამართლო, ან უნდა წაართვა მშვიდობა. ჩვენს შემთხვევაში შემოტევა ორივეზეა. ვენეციის კომისიის დასკვნა სტატუსის მონიჭების წინ მორიგი მსუყე ლუკმაა ოპოზიციისთვის, ისევ და ისევ ქვეყანაში დესტაბილიზაციას და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ცუდად მახსენდება ისრაელში სასამართლო რეფორმის მოთხოვნით ლამის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და დღეს უკვე ცეცხლში გახვეული ქვეყანა. გაზაფხულზე თავად ისრაელის ხელისუფლებისგან გავიგეთ, რომ მათზე ზეწოლას ახდენდნენ გარე ძალები... პატივს ვცემთ ვენეციის კომისიას, მაგრამ, როდესაც შენიშვნების ქვეტექსტს სხვაგვარად ვკითხულობთ, გვაქვს უფლება, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ და დავსვათ ლეგიტიმური კითხვები“, - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი