დავით ქართველიშვილი: ვიქტორ ორბანს არ პატიობენ ფრაზას: "საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული იქნა ამორალური და უსამართლო გადაწყვეტილება"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
653 12 ოქტომბერი 2023, 19:58
"ყველაზე მაგრად ეზიზღებათ და სძულთ ვიქტორ ორბანი იმიტომ, რომ მან საკუთარ ქვეყანაში ჩვენი მარიონეტების და აგენტოკრატების ლაქიების "ნათლიმამა" ჯორჯ სოროსი  პერსონა ნონგრატად გამოაცხადა," - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის ქილიკს ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. 

ქართველიშვილის თქმით, ორბანს ასევე არ პატიობენ ფრაზას "თქვენ სჭირდებით ევროკავშირს". 


 „როდესაც КГБ Литовской ССР-ის მიერ შექმნილი პარტია "За перестройку"-ს ქ. კლაიპედას რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და ახალგაზრდული კომკავშირული ორგანიზაციის ლიდერი რასა იუკნავიჩენე საქართველოს აწმყოსა თუ მომავალს, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მოსახლეობის უმრავლესობას, დაუფიქრებლად აყენებს შეურაცხყოფას ამას ჩვენი ცალფეხზე მხტუნავი "მედასავლეთეები" ევროპულობას უწოდებენ.

როდესაც ჩვენთან ჩამოდის EU და NATO-ს წევრი სახელმწიფოს ლიდერი, საქართველოს მეგობარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ამას ეძლევა დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი დახასიათებები. 

ვიქტორ ორბანს არ პატიობენ ფრაზას: "საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული იქნა ამორალური და უსამართლო გადაწყვეტილება".

 მას არ პატიობენ ფრაზას: "თქვენ სჭირდებით ევროკავშირს". ეშმაკზე საცეცხლურის კმევის ეფექტს იწვევს მათში უნგრეთის ლიდერის ხაზგასმა ჩვენი ორი ქვეყნის ქრისტიანულ ისტორიასა და მნიშვნელობაზე.

ქსენოფობიასთან ახლოს მყოფი ქილიკი მოჰყვა ვიქტორ ორბანის მიერ მოყოლილ ამბავს საკუთარი უძველესი ხალხის, თავისი უნიკალური ენითა და კულტურით, ევროპის სივრცეში ურალის მთებიდან გადასახლების თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ერთუჯრედიან "მედასავლეთეებში" ორბანი მით უმეტეს "პუტინისტია", რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ 1100 წლის წინ მის სამშობლოშივე იცნობდა. 

მაგრამ ყველაზე მაგრად ეზიზღებათ და სძულთ ვიქტორ ორბანი იმიტომ, რომ მან საკუთარ ქვეყანაში ჩვენი მარიონეტების და აგენტოკრატების ლაქიების "ნათლიმამა" ჯორჯ სოროსი  პერსონა ნონგრატად გამოაცხადა," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი