თამარ ჩიბურდანიძე: „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებებს, სიძულვილის ენის აკრძალვასთან დაკავშირებით, ხალხი დიდი ხანია ითხოვს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 16 ოქტომბერი 2023, 14:41
ვინც იცის, თუ რა განსხვავებაა სიტყვის თავისუფლებასა და იმ აღვირახსნილ ქმედებას შორის, რაც საქართველოში ხდება, მისთვის არ არის საჭირო ახსნა-განმარტება, თუ რისთვის არის საჭირო ეს კანონი,“ -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. 

ის აცხადბეს, რომ სიძულვილის ენა, ცილისწამება, დეზინფორმაცია, რასაც  ქართულ მედიაში ხშირად ვხვდებით, „სიტყვის თავისუფლებას" არის ამოფარებული. „ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქე ხვდება, რომ დღეს ქართულ მედიაში არსებულ სიძულვილის ენას, ცილისწამებას, დეზინფორმაციასა და კიდევ ბევრ სხვას, რაც „სიტყვის თავისუფლებას" არის ამოფარებული, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. თუ გვსურს ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, უნდა გავიზიაროთ მათი სტანდარტები. კონკრეტული კანონპროექტიც მხოლოდ ამ სტანდარტს მიჰყვება.
მჯერა, რომ ამ კანონპროექტს მიესალმება არა მხოლოდ მედიის და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, არამედ, მთლიანად საზოგადოება, რომელიც დაიღალა ყოველდღე ტელევიზიებით თუ სხვა მედია-საშუალებებით გადმოფრქვეული ამდენი სიძულვილით და ერთმანეთის შეურაცხყოფით. ხალხი დიდი ხანია ამ კანონს ითხოვს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ეს ცვლილებები დაგვიანებულიც კია," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი