ზურაბ ქადაგიძე ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყევტაზე: “გიჟი ქალაქს მიდიოდაო”, ასეა ზურაბიშვილის საქმე - ჯერ იყო და სასწრაფოდ უნდა შევუწყვიტოო, მერე - ჯერ არაო და ახლა შეუწყვეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
729 17 ოქტომბერი 2023, 21:16
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას სოციალურ ქსელში აფასებს.
ქადაგიძის თქმით, ფარცხალაძისთვის არც მოქალაქეობის სასწრაფოდ შეწყვეტას და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები “გლობალური ომის პარტიის” დაკვეთებს ეფუძნება. ““გიჟი ქალაქს მიდიოდაო”… ასეა, ზურაბიშვილის საქმე. ჯერ იყო და სასწრაფოდ უნდა შევუწყვიტოო, მერე - ჯერ არაო და ახლა შეუწყვეტია… სისულელეში ბადალი არ ჰყავს, თუმცა არც იმდენად, რომ სისულელეს დაბრალდეს… სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არც სასწრაფო შეწყვეტასა და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი. ერთადერთი, რასაც სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ეფუძნება, მხოლოდ პოლიტიკური ინსინუაციები და კონსტიტუციის შებღალვის ხარჯზე, გლობალური ომის პარტიის დაკვეთებია!” - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი