ვატო შაქარიშვილი-რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღევანდელ კენჭისყრაზე, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, მან ქართველი ხალხის და კონსტიტუციის ერთგულებაზე უარი თქვა და რევოლუციური პროცესების ავანგარდში ყოფნა აირჩია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
516 18 ოქტომბერი 2023, 13:40
„მორალური თვალსაზრისით, ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, 16 ოქტომბრიდან კი, სამართლებრივი თვალსაზრისითაც დასრულდა. ამიტომ, რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღევანდელ კენჭისყრაზე, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის!!!“-წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ღირსება თუ შერჩა პარლამენტის დარბაზშივე უნდა განაცხადოს გადადგომის შესახებ! „მორალური თვალსაზრისით, ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, 16 ოქტომბრიდან კი, სამართლებრივი თვალსაზრისითაც დასრულდა. ამიტომ, რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღევანდელ კენჭისყრაზე, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის!!! მან, საკუთარი ქვეყნის ინტერესების, ქართველი ხალხის და კონსტიტუციის ერთგულებაზე უარი თქვა და რევოლუციური პროცესების ავანგარდში ყოფნა აირჩია. მდოგვის მარცვლის ოდენა ღირსება თუ შერჩა პარლამენტის დარბაზშივე უნდა განაცხადოს გადადგომის შესახებ! მერე უნდა ლომჯარიას ორბიტას შეუერთდეს და უნდა გახარიას ძლევამოსილ გუნდს... P.S. რადგან, ნაც-ლიბერალებს და გუგლის მცოდნე ჟჟჟუურრრნალისტებს “კოჭლი იხვი” ტრავმირებული ფრინველი ჰგონიათ, თუ იმპიჩმენტი საბოლოოდ ვერ გაფორმდა, მომავალი ერთი წლის განმავლობაში მათ ექნებათ საშუალება ნახონ თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში - “კოჭლი იხვი.”-წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი