დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოც და ამასთანავე, იქნება აღმოსავლეთის სახელმწიფოების მჭიდრო პარტნიორიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 20 ოქტომბერი 2023, 14:00
მაშინ, როდესაც თავად ამერიკა თანამშრომლობს მათთან, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისწრაფიან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის და ეძებენ გზებს მასთან მისასვლელად, ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა?” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის განვითარების ახალი პერსპექტივაა და ამავდროულად, არანაირად არ არის ხელშემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე. 

“ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, ახალი პერსპექტივაა და ამ პერსპექტივას გამოყენება უნდა. ეს არის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და აქედან გამომდინარე, რეალურ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე გადის. 
რას მოგვცემს აღმოსავლეთის ახალ ლიდერ სახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა და შეუშლის თუ არა ხელს ეს დასავლეთთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ევროკავშირში გაწევრიანებას? 
-არამც და არამც!
ვინც ამას ამბობს, ის ხალხს ატყუებს და ისევ სხვის დაკვეთას ასრულებს. მერამდენედ უნდა ეცადონ, საქართველოს წაართვან განვითარების რეალური შანსი? თუმცა, დღეს სულ სხვა ვითარებაა და ამის მიღწევა მათთვის ძნელია. უბედურება ის არის, რომ ვერ ხვდებიან, თუ როგორი ლუსტრაცია ხდება მათი. 
მსურს საზოგადოებას მივმართო, ჩინეთთან, როგორც მსოფლიოს ახალ უძლიერეს სახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა არის საქართველოსთვის მეტი წინსვლის, განვითარების, დასაქმების, განათლების და კიდევ ბევრი სხვა სიკეთეების მომტანი. მაშინ, როდესაც თავად ამერიკა თანამშრომლობს მათთან, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისწრაფიან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის და ეძებენ გზებს მასთან მისასვლელად, ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა? 
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოც და ამასთანავე, იქნება აღმოსავლეთის სახელმწიფოების მჭიდრო პარტნიორიც, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკურ სიძლიერეზე და რაც მთავარია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე გადის,” - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი