გიორგი ზერეკიძე ლაშა ბუღაძეს - შენში ერთდროულად ბუდობს ყველა ის სიმახინჯე, რაც სააკაშვილ-არავიძეს გვახსენებს ქართველებს! შენ, ვარლამი ვერასოდეს გახდებოდი, ამიტომ აირჩიე დოკსოპულოს გზა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
639 23 ოქტომბერი 2023, 18:31
როგორც ლაშა ტალახაძეს არ ჰყავს ბადალი და საკუთარ რეკორდებს ხსნის, ისე აქვს შეჯიბრი მორალურ დეგრადაციაში, მხოლოდ საკუთარ თავთან ლაშა ბუღაძეს - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა 14 წლისა დააკავეს.

როგორც ზერეკიძე აღნიშნავს, ლაშა ბუღაძე ნაც-ფაშისტებს აჰყვა შვილებზე ბულინგის უბინძურეს კამპანიაში. 

„უნიჭობით, უსიყვარულობით, უღმერთობით, საკუთარი არარაობით გაბოროტებული ადამიანები აგრძელებენ მორალური ფსკერის გათხრას - იქნებ ნაძირლობაში მაინც გახდნენ პირველები… 
როგორც ლაშა ტალახაძეს არ ჰყავს ბადალი და საკუთარ რეკორდებს ხსნის, ისე აქვს შეჯიბრი მორალურ დეგრადაციაში, მხოლოდ საკუთარ თავთან ლაშა ბუღაძეს. 
ნაც-ფაშისტებს აჰყვა შვილებზე ბულინგის უბინძურეს კამპანიაში… გენიალურ “მონანიებასთან” გაუვლია პარალელი, და „ქართული ოცნების“ წევრებს ვარლამ არავიძის მომავალს უწინასწარმეტყველებს…. ლაშა, ვარლამის ანუ სააკაშვილის რეჟიმი შენნაირ დოკსოპულოებზე იდგა და დღემდე შენნაირების მხარდაჭერით სულდგმულობს! 
მშობლებს უდანაშაულო შვილები დაუხოცეს ქუჩებში და იმათ არ ამოუღიათ ხმა მკვლელების და მწამებლების შვილების მისამართით?! შენ, როგორ ბედავ რომ შვილებს ეხები?! შენ, ამით, ახალაიაზე და ქარდავაზე უარესი რომ ხარ იმას ამტკიცებ!!! უდანაშაულო ადამიანების მკვლეობებზე, წამებაზე, ქონების მიტაცებაზე, პოლიტიკურ დევნასა და საყოველთაო თვალთვალზე ხმა არ ამოგიღია და ნაც-მოძრაობაში მარტო სააკაშვილის ახლადგახსნილი მავზოლეუმი აღმოჩნდა შენთვის მიუღებელი! ამით გგონია დისტანცირებას მოახდენ?! 
შენ ვის ადრებ ვარლამს?! ჯალათების და მწამებლების გვერდით დგახარ! დიადი მიზნებით (ევროპული მომავალი) გინდა შენი შინაგანი გახრწნილობის შეფუთვა! სინამდვილეში შენში ერთდროულად ბუდობს ყველა ის სიმახინჯე, რაც სააკაშვილ-არავიძეს გვახსენებს ქართველებს! შენ, ვარლამი ვერასოდეს გახდებოდი, ამიტომ აირჩიე დოკსოპულოს გზა! უკვე წლებია, შენ ცდილობ ეკლესის დანგრევას ამერიკული ცენტების ფასად! შენ შეურაცხყოფ ჩვენს პატრიარქს! ეს შენ გინდა ურწმუნო, ამორალურ და უნიჭო საქართველოს მიაღწიო, რადგან მხოლოდ იქ ხედავ შენს ასპარეზს! ნამდვილი საქართველო კი, შენთვის მიღებელი და საძულველია! სადღეგრძელოც, სუფრაც, შვილიც, ოჯახიც, ეკლესიაც…
შენ რა იცი შვილისთვის თვალებში ჩახედვა რას ნიშნავს!? რა გრძნობაა ეს და რა პასუხისმგებლობა!?
ან სახელი და ავტორიტეტი რა იცი რა არის…? სადმე, რომ მიხვალ და იტყვიან ეს იმ კეთილი კაცის შვილიაო… ისე იცხოვრეთ დედიან-ბუდიანად, შენ რომ გხედავენ მამაშენის ხელმძღვანელობით “ერთმანეთის შეფურთხებით” დაცული დიპლომი და სააკაშვილის მეხოტბეობა ახსენდებათ… რას ვიზამთ, ეგ თქვენი არჩევანი და გემოვნებაა…“ - წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი