ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად აფინანსებენ და ეხმარებიან სამოქალაქო სექტორს აქტიური პროტესტის ორგანიზებაში, რასაც დემოკრატიის განვითარებასთან არავითარი კავშირი არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 24 ოქტომბერი 2023, 15:32

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „ინდიგო„ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ თბილისში დაგეგმილ პრეზენტაციას, თემაზე „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, საქართველოში დესტაბილიზაცია, არეულობა და სისხლიანი რევოლუცია არ იქნება! არ იქნება, რადგან ამას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო.

„საქართველოში დესტაბილიზაცია, არეულობა და სისხლიანი რევოლუცია არ იქნება! არ იქნება, რადგან ამას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე მრავალი წელია ეხმარებიან საქართველოში სამოქალაქო სექტორს, ბოლო წლებია ღიად აფინანსებენ და ეხმარებიან აქტიური პროტესტის ორგანიზებაში, რასაც არავითარი კავშირი დემოკრატიის განვითარებასთან არ აქვს, მისი მიზანი მხოლოდ საპროტესტო მუხტის გაძლიერება და რევოლუციური პროცესის განვითარებაა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან არაერთი მძიმე პროცესი გადაიტანა და ყველაზე მძიმე სწორედ სამოქალაქო ომი და პოლიტიკურ ნიადაგზე საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება იყო. დღეს ყველას განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ არ მივცეთ საშუალება საქართველოს მტრებს განახორციელონ მზაკვრული გეგმა: საპროტესტო აქციების ფონზე სისხლიანი რევოლუციის მოწყობა და მეორე ფრონტის გახსნა, მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე.
საქართველოს დღეს სჭირდება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამისთვის სახელმწიფოც და ხალხიც ყველაფერს გააკეთებს.“-წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი