ვატო შაქარიშვილი: მას შემდეგ, რაც გაიშიფრა თუ რეალურად რაში იხარჯება USAID-ის ფული, შელახული რეპუტაციის გამოსწორება ახალი მარკეტინგული კამპანიით გადაწყვიტეს - “USAID - საქართველოს მეგობარი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
614 25 ოქტომბერი 2023, 16:18
მას შემდეგ, რაც გაიშიფრა თუ რეალურად რაში იხარჯება USAID-ის ფული, შელახული რეპუტაციის გამოსწორება ახალი მარკეტინგული კამპანიით გადაწყვიტეს - “USAID - საქართველოს მეგობარი.” რა ქნან, “გაიდლაინი” ასე კარნახობს და ისინიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას აფინანსებენ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, სარეკლამო ბილბორდი ვერ გამოასწორებს იმას, რაც USAID-მა ბოლო წელიწადნახევარში საქართველოს დაუშავა. შაქარიშვილი თვლის, რომ საქართველო არა პარტნიორად, არამედ ვასალად მიაჩნიათ, რომლის ჩართვაც პროქსი ომში სურდათ.

„გარდა სრული მორალური დეგრადაციისა, აბსოლუტურ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე. მას შემდეგ, რაც გაიშიფრა თუ რეალურად რაში იხარჯება USAID-ის ფული, შელახული რეპუტაციის გამოსწორება ახალი მარკეტინგული კამპანიით გადაწყვიტეს - “USAID - საქართველოს მეგობარი.” რა ქნან, “გაიდლაინი” ასე კარნახობს და ისინიც ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას აფინანსებენ. ალბათ, ამ ხარჯსაც საქართველოს დახმარებაში მიათვლიან… სარეკლამო ბილბორდი ვეღარ უშველის იმის გამოსწორებას, რაც თქვენ ამ ქვეყანაში დააშავეთ, განსაკუთრებით ბოლო წელიწად ნახევარში. თქვენივე ქმედებებმა, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის გამუდმებულმა შეურაცხყოფებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა თქვენს მიმართ ნდობას. ვხედავთ, რომ მხოლოდ კოლონიალისტური ზრახვები გამოძრავებთ და საქართველო არა პარტნიორად, არამედ ვასალად მიგაჩნიათ! სამწუხაროდ, ამის უფლება მოგცათ სააკაშვილის რეჟიმმა და ამის შეცვლას დიდი დრო დასჭირდა! ჩვენი გმირი სამხედროები თქვენს ინტერესებს შეეწირნენ ერაყსა და ავღანეში და შემდეგ რა?! იმ ავღანეთიდან ისე გაიქეცით, ხალხი თვითმფრინავის ძარაზე გეკიდებოდათ… ბოლოს მოინდომეთ, რომ მთელი ქვეყანა პროქსი ომში ჩაგერთოთ და გავნადგურებულიყავით ისე, როგორც უკრაინა განადგურდა!!! ვერ დაითანხმეთ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის გაწირვაზე, ვერც პირადი გარანტიების შეთავაზებით, ვერც მუქარით, ვერც სანქციებით, ვერც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერით, ამიტომ ნებისმიერ ფასად მისი შეცვლა განიზრახეთ, მარგამ არც აქ გამოგივათ რამე!!! ბილბორდებში ფულის ხარჯვის ნაცვლად, პოლიტიკა და მიდგომები შეცვალეთ!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook –ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი