დავით ქართველიშვილი არახამიაზე: სარაკეტო დარტყმა მიაყენა ჩვენს "ალა-ლუსულ-კანონისტებს" ნახევრად ოკუპირებული უკრაინიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
612 27 ოქტომბერი 2023, 11:18
ჩვენი სექტანტების ურთიერთგანადგურების ფონზე საკმაოდ ლოგიკური სვლაა, წმინდა "ლუსულ" სტილში: "რაზ პაშლა ტაკაია პიანკა"., - ასე ეხმაურება, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენის დაანონსებას.
 
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არახამიას ეს განცხადება ცინიზმის და უსინდისობის ზედოზირებაა და აქვე, იხსენებს რომ მსგავსი კანონის მიღების მცდელობისთვის საქართველოში „მაიდანს“ აპირებდნენ.

„სარაკეტო დარტყმა მიაყენა ჩვენს "ალა-ლუსულ-კანონისტებს" ნახევრად ოკუპირებული უკრაინიდან.

ჩვენი სექტანტების ურთიერთგანადგურების ფონზე საკმაოდ ლოგიკური სვლაა, წმინდა "ლუსულ" სტილში: "რაზ პაშლა ტაკაია პიანკა". ყოველდღე, რაღაც გვიკვირს და მიღებული პოპკორნის ოდენობას ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. დაახლოებით კი ხვდები, ხვალ რა ელით, მაგრამ ამ დონის ცინიზმი და უსინდისობა მაინც ზედოზირებულია. აი ესენი ჩვენს იგივე მცდელობაზე "მაიდანს" გვიპირებდნენ. ესე კომპლექსურად თუ დაიმსხვრეოდა მათი ტაქტიკა და სტრატეგია ვერც კი წარმოვიდგენდით. 


კორპორაციულად უნდა მოვსპოთ, გაქცევისა და მიმალვის საშუალებაც არ უნდა მივცეთ. დღესვე თუ შეუკვეთავენ თავის პატრონებთან გასაქცევ ავიაბილეთებს ქუთაისიდან მოგებაში დარჩებიან. სადღაც 69 ლარი დაუჯდებათ!“ , -წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი