ზურაბ ქადაგიძე: უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, უნდა გვაღიარონ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ, რადგან არც ცალ ფეხზე ხტომით მიგვიღია „ბენეფიტები“ და არც ვიღაცის დაკრულზე ვაპირებთ გავლას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
609 30 ოქტომბერი 2023, 00:02

სტატუსი განსაკუთრებული არაფერია, გარდა პოლიტიკური ჟესტისა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება „ლელოს“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ევროინტეგრაციის შეუქცევადობას არ ნიშნავს.

„პირველი მერცხალიც“ გამოფრინდა, სამნიძის განცხადების მოწინააღმდეგეთა სიიდან.

მთლად იმას ვერ იტყვის, რომ არ ეკუთვნის სტატუსი საქართველოს და ის ნაძირალა, ვისზეც სხვა უსამშობლო, სამნიძე საუბრობდა მე ვარო, მაგრამ „ნარატივი“ გამოაცხო - ნუ, სტატუსი არაფერია და ილუზიაა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი შეუქცევადი გახდებაო.

ანუ, მიხვდა ეს „დედაზე ადრე დაქალებული“, რომ დიდი ალბათობით გვაძლევენ სტატუსს და ვითომ სასხვათაშორისოდ თქვა - არაფერია ეს სტატუსიო.

ერთი წელია ზუსტად მაგას ვსაუბრობთ, რომ სტატუსი განსაკუთრებული არაფერია, გარდა პოლიტიკური ჟესტისა, რომელიც საქართველოზე მეტად არც უკრაინასა და არც მოლდოვას ეკუთვნის, მაგრამ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში საქართველო იმსახურებს!

ჰოდა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, უნდა გვაღიარონ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ, რადგან არც ცალ ფეხზე ხტომით მიგვიღია “ბენეფიტები” და არც ვიღაცის დაკრულზე ვაპირებთ გავლას!

აქედან გამომდინარე, სალომე სამადაშვილის და ლელოს თაღლითი დედაც ვატირე - „ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი