ზურაბ ქადაგიძე: „ენჯეოებმაც” შეიტყვეს რა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მაღალი ალბათობა, მოინდომეს სხვის სუფრაზე დაჯდომა. ჰოდა, მათ გასაგონად, ეს ხელისუფლების დამსახურებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
585 02 ნოემბერი 2023, 17:45
არასამთავრობო სექტორის მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯს, რომლის მიხედვითაც მათ ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება. როგორც ის წერს, სტატუსის მონიჭება დიდი ალბათობით გადაწყვეტილია და ეს მთლიანად ხელისუფლების დამსახურებაა.
„მკვდარზე ვენოკადაც” ვერ გამოდგებით! 170 კი არა, 250 ორგანიზაცია რომ გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენ მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ დასხდებით…
იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, აზრი არ აქვს, ეგ წერილები და ხმამაღალი მოწოდებები ერთი წლის წინაც შეგეძლოთ, ექვსი თვის და სამი კვირის წინაც, მაგრამ ახლა უკვე თქვენმა მატარებელმა ჩაიქროლა. იმიტომ, რომ ერთი ჭეშმარიტება არსებობს - პრემიერისა და ოცნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შემდეგ გადაწყდა სტატუსის საკითხი. დიახ, ხელისუფლებამ მიიღო დასავლეთისგან დაპირება იმ გადაწყვეტილების მაღალი ალბათობისა, რომ საქართველო მიიღებს სტატუს.
ამ ვიზიტების შემდეგ, როდესაც გახდა ცნობილი, რომ საქართველო სტატუს მიიღებს, გამოეფინნენ დეკანოიძე-სამნიძეები და მოღალატეების ძებნა დაიწყეს საკუთარ პარტიებში, გახარიებმა და ათასი რჯულის თაღლითებმა შეცვალეს რიტორიკა და სხვა ტალღაზე აჭიკჭიკდნენ. ამ საცოდავმა „ენჯეოებმაც” შეიტყვეს რა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მაღალი ალბათობა, მოინდომეს სხვის სუფრაზე დაჯდომა. ჰოდა, უსამშობლოთა გასაგონად, სტატუსის მაღალი ალბათობა, ხელისუფლების დამსახურებაა, მათი პირადი კომუნიკაციებით მიღებული დაპირება.
ირაკლი ღარიბაშვილის და ქართული ოცნების ძალისხმევა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს კანდიდატი ქვეყანა, ოღონდ საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ორფეხზე მყარად დგომითა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, არის მხოლოდ მთავრობისა და მის გვერდით მდგომი საზოგადოების დამსახურება! ახლა, გინდ იქით გადაკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდით და ხან აქეთ გადმოკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდით, რეალობას ვერ შეცვლით. სტატუსის მიღება კი, თქვენს პოლიტიკურ პერსპექტივაზე, ბოლო ლურსმანი იქნება!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი