ზურაბ ქადაგიძე მერაბ მეტრეველზე: ასეთი პრიმიტივები, რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი, იმიტომაცაა საქართველოში ოპოზიციური სპექტრი გამარგინალებული!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
801 05 ნოემბერი 2023, 12:40
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მიღების შემთხვევაშიც საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ჩამორჩენილი იქნება, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, მეტრეველი, იმედია, გაპრივატიზებულ უკრაინულ სასამართლოს, დახურულ ოპოზიციურ მედიასა და პოლიტიკური ოპონირების არარსებობას არ გულისხმობს.

„ალეკო ელისაშვილობა რომ გინდა და ეგეც არ გამოგდის.

უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენი ჩამორჩენაო…

ოღონდ, რას ჩამოვრჩით და რა სარგებელი ნახა უკრაინამ და მოლდოვამ, მაგდენი აღარ იცის…

იმედია, გაპრივატიზებულ უკრაინულ სასამართლოს, დახურულ ოპოზიციურ მედიასა და პოლიტიკური ოპონირების არარსებობას არ გულისხმობს.

აბა, ევროკავშირში დსთ-ს წევრ მოლდოვასა და ომში მყოფ უკრაინას არავინ მიიღებს, სულ ცოტა 2030 წლამდე და რა ჩამორჩენაზე საუბრობს? 

ასეთი პრიმიტივები, ასეთი ბეცი აზროვნებით, რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი, იმიტომაცაა საქართველოში ოპოზიციური სპექტრი გამარგინალებული!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი