დავით ქართველიშვილი: "დანაღმული სტატუსის" პირობებშიც კი, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო 2024 წელი მეტნაკლებად მშვიდ "დე-მაიდანიზირებულ" გარემოში ჩაატაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
615 06 ნოემბერი 2023, 11:46
"ნურც იოზვიაკის ვარაუდებმა შეგვიყვანონ ცრუ-მოლოდინების რეჟიმში. ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, "ევროსამზარეულოდან" ამბების ძირითადმა გამომტანმა, ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის "დანაღმულ სტატუსს" მიიღებს, რომელიც შესასრულებლად შეუძლებელი დათქმებით იქნება დახუნძლული და ამიტომ საქართველოსთვის პრაქტიკულად არაფერი იცვლება. 



"როდესაც "ევროსამზარეულოდან" ამბის ძირითადი გამომტანი, ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი საუბრობს ნოემბერ-დეკემბერში საქართველოსთვის მისანიჭებელ "დანაღმულ სტატუსზე", უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობას ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ განვიხილავდით. მსგავსად შარშანდელი 12-პუნქტიანი "ხაფანგისა", წელსაც ანალოგიური რამ არის მოსალოდნელი, მაგრამ უკვე სტატუსის მინიჭების ფორმატში.

რიკარდ იოზვიაკის აზრით, საუბარი შესაძლოა კვლავ შეეხოს "mission impossible" კატეგორიის ისეთ თემას, როგორიც არის "დეპოლარიზაცია", ასევე სასამართლო რეფორმას, საგარეო პოლიტიკასა და არჩევნების ჩატარებას. მსგავსი ჩახლართული კომბინაციის შემთხვევაშიც კი, საქართველოსთვის არაფერი არ იცვლება. ჩვენი სამშვიდობო და ეკონომიკური სტაბილურობის კურსი ქვეყნის წინსვლის მიზნით, არა მხოლოდ გრძელვადიანი მოლოდინის, არამედ მოვლენათა ალტერნატიული განვითარების მოკლევადიან პერიოდზეც უნდა იყოს გათვლილი.

"დანაღმული სტატუსის" პირობებშიც კი, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო 2024 წელი მეტნაკლებად მშვიდ "დე-მაიდანიზირებულ" გარემოში ჩაატაროს, თვალი ადევნოს ნაც-სექტანტების პოლიტიკურ სხეულზე კიდევ უფრო მზარდ "გვამის ლაქებს", მათი რეალური, კონსტრუქციული და ეროვნული ოპოზიციური ძალებით თანდათანობითი ჩანაცვლების ფონზე. ასე რომ, ნურც იოზვიაკის ვარაუდებმა შეგვიყვანონ ცრუ-მოლოდინების რეჟიმში. ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი