დავით ქართველიშვილი: დღეს იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა! წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ამ დანაშაულებრივი "ნაც-რუსეთის" ტანდემი არ გაჩერდება!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 07 ნოემბერი 2023, 10:25
"რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?!" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წამოწყებული კამპანიას.

ქართველიშვილის თქმით, სწორედ იმ ძალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუთმო საქართველომ ცხინვალის რეგიონი რუსეთს, ვინც დღეს გამოდიან ლოზუნგებით, რომ რუს ოკუპანტს გინტურის მკვლელობა არ უნდა შერჩეს.
"არანაირი პრობლემა მოლოცვის თუ ერთობლივად ჩატარებულ ქორწილებსა თუ ქელეხებში მონაწილეობის, ცხინვალის გავლით რაჭაში ჩასვლის, ცხინვალიდან თბილისში ჩამოსვლის, გორიდან როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზში გამგზავრების - 2004 წლის ზაფხულამდე ა რ ი ყ ო!!! მაისის ბოლოში ჩამოვიდა თბილისში სამი დღით გენერალ-პილკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო და მერე დაიწყო ის რაც დაიწყო. ეს მოცემულობა ორივე მხარეს არ აწყობდა: არც რუსეთს და არც ნაცებს! დღეს ამის დავიწყებას ცდილობენ, მაგრამ ამის დავიწყება არ გამოვა! ჩვენ 2004 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დავკარგეთ დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩვენი პოლიციელები სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში დააჩოქეს! ყველა - იმდროინდელი ოპოზიციიდან დაწყებული გაერო-თი დამთავრებული აფრთხილებდნენ ნაცებს: მსგავსი სისულელე აფხაზეთის მიმართ მაინც არ გაიმეოროთ!!! მაგრამ 2006 წლის "კოდორის პროვოკაცია" მაინც განახორციელეს - და აქაც სასწაული თანხვედრა მოხდა რუსეთისა და ნაცების ერთობლივ ინტერესებში! 2008 წელი და საქართველოს ოკუპაციის გაფორმება, საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება ამ ოკუპაციის გამომწვევი ომის დაწყებაში - ასევე შედიოდა რუსეთის და ნაცების ერთობლივ გეგმებში! ამის დავიწყებას ვერავინ გვაიძულებს! ქართველი გუბერნატორები ჩვენი გმირების წამებით მოკვდინების ბრძანების გამცემი გენერლების მძღოლებად მუშაობდნენ "დასავლეთის" და "აღმოსავლეთის" ფრონტებზე და მათ დაპურების საქმეში ოფიციანტობას უწევდნენ - ეს რატომ და როგორ უნდა დავივიწყოთ??? რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! მკვლელია ის რუსი ოკუპანტი - აბა ვინაა? მსხვერპლია, თანაც მერამდენე - თამაზი გინტური! მაგრამ!!! მის მკვლელობაში თანამონაწილეა ის ძალა - ვინც ეს მკვლელები ჩვენს სახლში შემოუშვა! დღეს ჩვენ გვიწევს ამ უსამშობლო მავნებლების მიერ დატოვებულ უმძიმეს მემკვიდრეობასთან გამკვლავება. დღეს იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა! წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ამ დანაშაულებრივი "ნაც-რუსეთის" ტანდემი არ გაჩერდება!!!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი