თამარ ჩიბურდანიძე: "სხვა რომ აღარაფერი დარჩათ, გვარამია და სამადაშვილი ლობისტებმა საჩვენებლად შეიყვანეს იქ, აქაოდა ნამდვილი ქომაგები აქ არიანო. ვერ გიშველით ეგ პოზიორობა, თქვენი ფინალი მაინც მარცხია"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
527 08 ნოემბერი 2023, 15:30
"ისე, რომ იცოდეს გვარამიამ, ის ევროპელები, მათ ლობიზმში რომ მილიონებს იღებენ, ქართველი ხალხისთვის არაფრად ფასობენ. ჩვენ ღირებული ევროპა გვიყვარს მხოლოდ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, მართალია, ნიკა გვარამია და სალომე სამადაშვილი ევროპიდან პოზიორობენ, მაგრამ სინამდვილეში მათ საქართველოს წარმატება არ უხარიათ.
"ნიკა გვარამიამ ელვა-დეპეშა გამოგვიგზავნა ბრიუსელიდან, რეკომენდაცია დადებითია და ახლა კიდევ ერთი თვე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ოცნებას არ დავანებოთ სტატუსის მოცემის პერსპექტივის გაფუჭებაო. თან გვაცნობებს, "დიდი ევროპელები", მე და სალომე სამადაშვილი აქ ვართო. რა ქნან, ყველა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მეტს ვეღარ ახერხებენ. სხვა რომ აღარაფერი დარჩათ, გვარამია და სამადაშვილი ლობისტებმა საჩვენებლად შეიყვანეს იქ, აქაოდა ნამდვილი ქომაგები აქ არიანო. ვერ გიშველით ეგ პოზიორობა, თქვენი ფინალი მაინც მარცხია. სიმართლე გითხრათ, მეცოდებიან. დღეს მათ ადგილას მტერიც კი არ ინატრებდა ყოფნას. თუმცა, მტრები არ არიან? მტრები და ფარისევლები. აბა სხვას ვის შეუძლია საკუთარი ქვეყანა რუსეთს მიჰყიდოს და მერე სხვას ეძახოს რუსეთუმე? სხვას ვის შეუძლია  თავისუფალი სიტყვა სისხლში ჩაახშოს და ამისთვის პრიზს იღებდეს ევროპაში?  სხვას ვის შეუძლია, მთელი ერთი წელი სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდეს და დღეს ბრიუსელში პოზიორობდეს?არაუშავს, მიჩვეული ვართ მათ კლოუნადას, რომელსაც მალე თავად ქართველი ხალხი საბოლოოდ დაამთავრებს. ისე, რომ იცოდეს გვარამიამ, ის ევროპელები, მათ ლობიზმში რომ მილიონებს იღებენ, ქართველი ხალხისთვის არაფრად ფასობენ. ჩვენ ღირებული ევროპა გვიყვარს მხოლოდ," - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი