სოზარ სუბარი: დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ დროს დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
696 08 ნოემბერი 2023, 16:16
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. „გილოცავთ! ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვეკუთვნის და რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და დიდი ძალისხმევა გავწიეთ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მტკიცედ მიუყვება ევროპისკენ მიმავალ გზას და განუხრელად იცავს იმ კურსს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს. დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ დროს დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. და ბოლოს, მწამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრიც მალე გახდება." - წერს სუბარი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი