დავით ქართველიშვილი პატრიარქის წერილზე: ეს არის მომავლისკენ მიმართული სიბრძნის ეტალონური ჭვრეტა და იმის უტყუარი გაანალიზება, თუ რა „იარაღად“ შეიძლება იქნას გამოყენებული არსებული მდგომარეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
626 10 ნოემბერი 2023, 11:15

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილს ეხმიანება, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ წერს, რომ „ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უწმინდესის ეს შეფასება არის მოვლენებისთვის დასმული აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი, რომელიც აერთიანებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გათვლილს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივებზე ერთდროულად.

„უწმინდესის ეს შეფასება არის მოვლენებისთვის დასმული აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი, რომელიც აერთიანებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გათვლილს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივებზე ერთდროულად. ეს არის მომავლისკენ მიმართული სიბრძნის ეტალონური ჭვრეტა და იმის უტყუარი გაანალიზება, თუ რა "იარაღად" შეიძლება იქნას გამოყენებული არსებული მდგომარეობა უკვე ამ ეტაპზეც ქვეყნის დაუძინებელი მტრების უკიდურესად დასუსტებისა და მათი საქართველოდან საბოლოოდ განდევნის მიზნით. თუ ვინმეს მაინც აქვს პრეტენზია საკუთარი თავის მიმართ, პატრიარქზე უფრო შორსმჭვრეტელი იყოს ამ საკითხში - წარმატებას ვერანაირად ვერ ვუსურვებ“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი