დავით ქართველიშვილი: პარიზის "რუსულ ფორუმს" ასევე ესწრება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
588 11 ნოემბერი 2023, 12:36
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პარიზში მიმდინარე „მშვიდობის ფორუმს“ გამოეხმაურა.
ქართველიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. "ქართული მეხუთე კოლონის რიგებში მიმდინარე პოლიტიკური გლოვის დღეებმა ჩვენი ყურადღების მიღმა კინაღამ დატოვა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. დღეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განთავისუფლებულ პარიზში ზარზეიმით შეხვდნენ, იქ მიმდინარე "რუსულ ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად ჩასულ "რუსული ოცნების" ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული "რუსული მთავრობის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერი ღარიბაშვილი "რუსული ზეგავლენის" ქვეშ მყოფ ОДКБ-ს წევრი-სომხეთის "პუტინის მეგობარ" პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად დღეს ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ "რუსულ პლატფორმაზე" მთავარი თანამომხსენებელი იყო. საუბრის თემა: "პუტინის სამხრეთ კავკასიაში" მიმდინარე დასავლური ინტეგრაციის პირობებში სამშვიდობო რეგიონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ასევე "რუსული ოცნებისთვის" "რუსული სტატუსის" მინიჭების თაობაზე ბრიუსელის "Государственная дума"-ს ფილიალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პარიზის "რუსულ ფორუმს" ასევე ესწრება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს. "რუსული ფორუმის" აღსანიშნავად, დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის სახელმწიფო დროშის ფერებში შეიღებება. მართალია, იგივე ფერებია, რაც საფრანგეთის დროშას აქვს, მაგრამ ამჯერად ნამდვილად "რუსულია", - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი