ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ცოტა მაინც არ გრცხვენიათ, რომ ოთხი წელი ჰაერის გაფუჭების მეტი არაფერი გიკეთებიათ და ახლა, მათხოვრობთ დაბალ ბარიერს?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
851 14 ნოემბერი 2023, 14:33
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, „იმედის“ დაკვეთით „GORBI-ს“ მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგს გამოეხმაურა.
ქადაგიძე ოპოზიციას ურჩევს, კამერების წინ ყელყელაობას სჯობს, საქმით დაანახონ ხალხს რისი გამკეთებელი არიან, შესაბამისად მიიღონ მანდატები „აი, ამ ოპოზიციიდან ხუთი სუბიექტი პარლამენტშია. “ნაც-მოძრაობა“ რა ნაგავიცაა ყველამ ვიცით, მაგრამ “ლელოს” “გახარისტებს” “გირჩებს” და “ელისაშვილებს” ცოტა მაინც არ გრცხვენიათ, რომ ოთხი წელი ჰაერის გაფუჭების მეტი არაფერი გიკეთებიათ და ახლა, მათხოვრობთ დაბალ ბარიერს?! აი, ეს მოიტანა უბარიერო სისტემამ, რომ არაფრის მაქნისი, უბადრუკი პოპულისტებით გადაივსო პარლამენტი და ოთხი წლის განმავლობაში, ვერ მოახერხეს საზოგადოების ნდობის მოპოვება, რომ მინიმალური ზღვარი გადალახონ. ამიტომაც, ეს ბალასტი არ ესაჭიროება საზოგადოებას და არანაირი დაბალი ბარიერი! ნება იბოძეთ და კამერების წინ ყელყელაობას ჯობია, საქმით დაანახოთ ხალხს რისი მაქნისები ხართ, რომ შესაბამისად მიიღოთ მანდატები. არ მოინდომეს იოლი მანდატები, ამ პარაზიტებმა?!“- წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი