ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს: თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
670 21 ნოემბერი 2023, 16:22

რა ოხერი რამეა კარმა, არა? ლЯკა ხოშტარიასა და გირჩ ზურაბას სახლთან გაუკრეს ფოტოები, მათი რეალური სახის გამოხატულებით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახლებთან გაკრული პლაკატების შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერები, ხოშტარია და ჯაფარიძე, თავად აბულინგებენ საზოგადოებას და მოღალატეებს უწოდებენ მათ, შესაბამისად, რაც დათესეს, იმას იმკიან.

„რა ოხერი რამეა კარმა, არა? ლЯკა ხოშტარიასა და გირჩ ზურაბას სახლთან გაუკრეს ფოტოები, მათი რეალური სახის გამოხატულებით…

ახლა, ირბინეთ ტელევიზიებში და აპროტესტეთ - სახლი და ოჯახი რა შუაშიაო…

თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?

რასაც დასთესთ, იმას მოიმკით და ფრთხილად, იმაზე მეტი არ მიიღოთ, რასაც რეალურად იმსახურებთ…“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი