ბექა ოდიშარია: ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
601 22 ნოემბერი 2023, 16:21

გავიხსენოთ რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი , მოედნების მშენებლობა ,როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს , ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს, სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ, 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე , რაც აქამდე არასოდეს ყოფილა, - წერს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში არის მაღალორგანიზებული ორგანიზაცია, ეს არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თუ წინა ხელმძღვანელობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ და აკეთებდნენ იმისათვის, რომ ფეხბურთელებისათვის შეექმნათ კომფორტი. მისი თქმით, ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე.

„სამწუხაროა, რომ ყველანი ერთად უცნაურ გულშემატკივრებად ჩამოვყალიბდით. რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე გახლდით. ევროპული გრანდების არაერთ მატჩს დავსწრებივარ საერთაშორისო ტურნირებზე. ბევრი რამ მინახავს, ბევრი ქვეყნისა და ერის გულშემატკივარს ჩავხედე თვალებში. მათ შორის, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბრაზილიელთა გულშემატკივრობა 2014 წლის ჩემპიონატზე, სადაც მასპინძლები მარაკანაზე 1:7 დამარცხდნენ გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან. არ დამავიწყდება ჩემი გაოცება, რომ გულშემატკივარი ტაშით აცილებდა თავის გუნდს, მაშინ როდესაც , არც თოთო ბავშვს და არც ღრმად მოხუცს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მათი ეროვნული გუნდი გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. რა გვჭირს?! კვარა არ დადგა თამაშზე- ვაგინებთ კვარას, კვარამ ითამაშა, მიიღო ყვითელი- ვაგინებთ ფედერაციას. ასეთი დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებითაც… მოხდა ადამიანური შეცდომა , მივუტევოთ და გავიხსენოთ რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში…. ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი , მოედნების მშენებლობა ,როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა… რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს , სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე , რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ფეხბურთი არის ის, რაც გვაერთიანებს ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს. მოდი შევეცადოთ, რომ ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ, ჩვენი ეროვნული ნაკრების ირგვლივ, ქართული ფეხბურთის ირგვლივ. ვუგულშემატკივროთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ნამდვილი გულშემატკივრები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში არის მაღალორგანიზებული ორგანიზაცია, ეს არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თუ წინა ხელმძღვანელობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ და აკეთებდნენ იმისათვის, რომ ფეხბურთელებისათვის შეექმნათ კომფორტი. შესაბამისად, მინდა მწამდეს და მწამს კიდეც, ჩემი მოკრძალებული აზრით, რომ ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას. საინტერესო და ნაყოფიერ საქმიანობას, წარმატებას და ზურგის ქარს ვუსურვებ მათ“, - წერს ოდიშარია facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი