ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობას“: როგორი მომაკვდავი ბელადიც გყავთ, ისეთივე მკვდრადშობილი მანიფესტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
586 22 ნოემბერი 2023, 22:25
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ 11-პუნქტიან მანიფესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, „2003 წლის ტრაგედია 2023 წელს ფარსად იქცა, რომლისაც თვითონ სააკაშვილსაც აღარ სჯერა, მაგრამ რა ქნას, სხვა გზა არ აქვს და ბოლომდე აგიჟებს თავის მრევლს“:

„როგორი მომაკვდავი ბელადიც გყავთ, ისეთივე მკვდრადშობილი მანიფესტია…

„ვარდების რევოლუციას“ არანაირი კავშირი ჰქონია ქართველ ხალხთან და, მით უმეტეს, ეროვნულ ინტერესებთან!

სოროსის ფონდის ფინანსური და კრემლის პოლიტიკური მხარდაჭერით, 2003 წელს მოხდა ხელისუფლების გადაბარება, შევარდნაძის მხრიდან ყოფილ მოქ-კავშირელებზე, რომელიც ანტურაჟისათვის შეიფუთა რევოლუციის სახელით.

დემოკრატიის სახელით, სააკაშვილის ხელისუფლებამ სრული პრივატიზება მოახდინა  ეკონომიკისა რუსეთზე და ქართული გეო-პოლიტიკური მისწრაფებები უცხო ქვეყნის ელჩების დირიჟორობამდე დაიყვანა. 

შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკა მერაბიშვილ-ახალაიას ძალადობასა და ადეიშვილ-გვარამიას სასამართლოზე დააშენა.

ესაა იმ ფსევდო იდეოლოგიის „ანი“ და „ჰოე“, რის უტიფრად შემოსაღებასაც ცდილობს დემენციადამარცხებული ბელადი. 

2012 – 2016 - 2020 წლის საპარლამენტო;

2014 – 2017 - 2021 წლის ადგილობრივი;

2013 - 2018 წლის საპრეზიდენტო…

რვაჯერ წააგო „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგიამ არჩევნები, რადგან ყველაზე კეთროვანი და მიუღებელია ქართული რეალობისთვის!

ჰოდა, აქედან გამომდინარე, 2003 წლის ტრაგედია 2023 წელს ფარსად იქცა, რომლისაც თვითონ სააკაშვილსაც აღარ სჯერა, მაგრამ რა ქნას, სხვა გზა არ აქვს და ბოლომდე აგიჟებს თავის მრევლს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი