დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
583 27 ნოემბერი 2023, 14:01
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და  აღნიშნა, რომ მისი განცხადებები, ტრადიციულად  გაუგებარია. 

„ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა ამ დღეებში. აწიო, ჩინური კალენდრით, მომდევნო „დრაკონის" წელი იმისთვის ეძლევაო საქართველოს, რომ ასოცირების ტრიოს ორ დანარჩენ მონაწილეს დაეწიოს. 

კერძოდ, მოლდოვასა და უკრაინას: დაეწიოს და გაისად მაინც მოასწროს საკუთარ თავზე დამანგრეველი ომის პროვოცირება მოახდინოს. დაეწიოს და სადღაც 50 ათასი მსხვერპლი და მილიონნახევარი ლტოლვილი გამოიწვიოს. დაეწიოს პორნოგრაფიის ლეგალიზებისა და ერთსქესიანთა ქორწინების კანონების მიღებით, მასშტაბური პრაიდ-კვირეულის ჩატარებით. დაეწიოს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ტელევიზიების დახურვით, ხოლო მათი ლიდერების დაპატიმრებით. ასევე, დაეწიოს გაღატაკებული ეკონომიკით და მისი ზრდის ტემპის უარყოფითი ნიშნულით.

 ზურაბიშვილის ამ მოთხოვნებში ნაწილი მისაღებია და განხილვას ექვემდებარება,“ -  წერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი