დავით ქართველიშვილი უკრაინა-რუსეთის ომზე: ამ ომს უკვე ჰყავს ორი გამარჯვებული: პირველი, ამერიკული ტრანსკონტინენტალური კორპორაციები და მეორე, რუსეთის ეკონომიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
596 04 დეკემბერი 2023, 12:39
ერთია, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სიმპტომატურ განცხადებებს აკეთებენ „ჩაძირული ტიტანიკის" ბორტზე გადამრჩენი სამაშველო ნავების გადანაწილებით დაკავებული უკრაინელი პოლიტიკოსები, და სულ სხვა ამბავია, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ პუტინის რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი რუსეთის პოლიტიკოსები,“ -  ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი  დავით ქართველიშვილი რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ თეთრ სახლს არ სურს უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს.

„ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარი კასპაროვის განცხადებით, თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს, თუმცა ბოლომდე არ ასახელებს ამის სავარაუდო მიზეზებს, თავისი ოპოზიციურობიდან გამომდინარე. მისთვის ძნელია ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზზე საუბარი, რომ თეთრ სახლს უბრალოდ რუსეთის დამარცხების რესურსი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში ის ხომ ძალაუნებურად პუტინის რუსეთის სიძლიერეს გაუსვამს ხაზს. ძნელია კასპაროვისთვის იმის დაშვებაც, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლოა არც შედიოდა თეთრი სახლის გეგმებში და CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში ომამდე სამი თვით ადრე სწორედ ამ კონტექსტში განეხილა. 

ამ ეტაპზე ამ ომს უკვე ჰყავს ორი გამარჯვებული: პირველი, ამერიკული ტრანსკონტინენტალური კორპორაციები და მეორე, რუსეთის ეკონომიკა. დამარცხებულიც ორია - ევროკავშირი და უკრაინა. პირველი ამერიკელების საკონტრიბუციო ნადავლია, ხოლო მეორე - რუსეთის,“ -  წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი